LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფეისბუქის” ვალუტამ მსხვილი ფინანსური კომპანიები შეაშფოთა – რისი ეშინიათ უცხოურ ბანკებს

4
libra

ნავთობი, საფინანსო ბაზრები და ახალი კრიპტოვალუტა – ანალიტიკოსები მსოფლიო ბირჟებზე მიმდინარე მოვლენების ანალიზს აკეთებენ. დავით წიქარიძემ “ფორტუნას” გადაცემა “ბიზნესკურიერში” განაცხადა, რომ კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა ნავთობის გაიაფებაა.

„ამის მიზეზები კომპლექსურია. პირველ რიგში აღსანიშნავია მარაგების გაზრდა ამერიკაში, მაგრამ დიდი გავლენა იქონია იმანაც, რომ ირანთან მოლაპარაკებებაში ტრამპა ძალიან რბილი პიროვნება დანიშნა, რათა ირანთან აუცილებლად მიაღწიონ შედეგს. ამას ჩინეთში ეკონომიკის განვითარების ტემპის შენელებაც დაემატა. მსოფლიო ბაზარზე ასევე მნიშვნელოვანი საკითხია გლობალური ვალების პრობლემა – რეკორდული ციფრია 470 ტრილიონი დოლარის ვალი აქვს მსოფლიოში ყველა ქვეყანას. ყველაზე ცუდი ისაა, რომ განვითარებადი ქვეყნების ვალები დიდი ტემპით იზრდება. ჩინეთს ყველაზე დიდი პრობლემა აქვს, ვალები დაუგროვდა, ტემპის შენელების ფონზე კი ვალების დაფარვის პერსპექტივები ეჭვქვეშ დგება”, – აცხადებს წიქარიძე.

ანალიტიკოსი ჩვენთან საუბარში “ფეისბუქის” კრიპტოვალუტასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამან მსოფლიო ფინანსური კომპანიების შეშფოთება გამოიწვია.

“ფეისბუქმა” დააანონსა, რომ მომავალ წელს ლიბრა შემოვა ბაზარზე, ის მიბმულია საბანკო სისტემასთან, პრაქტიკულად ეს იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის , თან სოციალური ქსელის მეშვეობით დიდი პრომოუშენი ექნება, ამას წინ ვერაფერი დაუდგება. ამან საფინანსო ბაზრის სერიოზულ მოთამაშეებში დიდი შეშფოთება გამოიწვია, ახლა საუბრობენ, რა პოლიტიკა გაატარონ. მათ ოფიციალურად მიმართეს „ფეისბუქის“ წარმომადგენლებს, რომ ლიბრა მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს და მიბმული იყოს პერსონალიებზე, არ იყოს შავი ბაზრისთვის გამოსაყენებელი. პრაქტიკულად კრიპტოვალუტის ბაზარზე გამოჩნდა მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომელიც მართლა სერიოზულად იმუშავებს გლობალურ ფინანსურ სექტორში”, – აცხადებს ანალიტიკოსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები