LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფესტივალმა მართლაც ფანტასტიკურ მუსიკოსებს მოუყარა” – 31 მაისიდან 7 ივნისამდე ახალი თაობის მუსიკოსთა ფესტივალი გაიმართება

8
sandro-sidamonidzeartfm

გადაცემის ლაივი LIVE

28 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ პროდიუსერი თეო ჯორბენაძე და მუსიკოსი სანდრო სიდამონიძე სტუმრობდნენ, რომელთაც მაისის ბოლოს დაგეგმილ ფესტივალზე ისაუბრეს.

სანდრო შვიდი წლიდან ეუფლება ჩელოზე დაკვრას, ადრეული ასაკიდან მართავს კონცერტებს და ერთნაირი წარმატებით მონაწილეობს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ გამართულ კონკურსებსა და ფესტივალებში. 2006 წელს სანდრო ვლადიმირ სპივაკოვის პრიზის მფლობელი გახდა, ერთი წლის შემდეგ კი, რესპუბლიკურ კონკურსში გაიმარჯვა და გერმანიის საელჩოს პრემია დაიმსახურა. 2008 წელს ლონდონში მიიწვიეს პრემიერ-მინისტრის გორდონ ბრაუნის რეზიდენციაში ორგანიზებულ საღამოზე, 2010-ში კი, შეერთებულ შტატებში, „კარნეგი ჰოლში“ მოწყობილ კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

– თეო, 31 მაისიდან 7 ივნისამდე ხელოვანთა კავშირი „კონცეპტ-არტი“ და ფონდი „იავნანა“ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ახალი თაობის მუსიკოსთა ფესტივალს აწყობს. საინტერესოა, ვინ მიიღებს ღონისძიებაში მონაწილეობას?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ერთგვარი საფესტივალო ბენდი უკვე შევქმენით, რომელმაც ქუჩაში მოაწყო იმპროვიზირებული კონცერტი, ანიტა რაჭველიშვილმა კი, კარმენის პარტიის შესრულებით მიიწვია მუსიკის მოყვარულები ფესტივალზე. მესიჯით „ჩვენ ვირჩევთ ახალ თაობას“, ამჯერად სწორედ ახალგაზრდებს დავუთმეთ ასპარეზი, რომელთა შორის ფონდ „იავნანას“ სტიპენდიანტებიც მრავლად არიან. საბედნიეროდ, უსაზღვროდ ნიჭიერი თაობა გვეზრდება და ძალიან მიხარია, რომ ფესტივალზე ყველა შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების პუბლიკისთვის გაცნობას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნიჭიერთა ათწლედის ყველა პედაგოგს, რომელთაც უზარმაზარი შრომა გასწიეს და მართლაც არაჩვეულებრივი თაობა აღზარდეს.

– სანდრო, თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი ფესტივალის მოწყობა?

– ფესტივალი მართლაც უპრეცენდენტოა, რადგან პირველად ეწყობა ამგვარი მასშტაბური ღონისძიება მხოლოდ ახალგაზრდებისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასაკის მიუხედავად,  ფესტივალმა მართლაც ფანტასტიკურ მუსიკოსებს მოუყარა და ძალიან მიხარია, რომ 7 ივნისს სანდრო ნებიერიძესთან და ანი ჭანიასთან ერთად მეც წავრსდგები პუბლიკის წინაშე. სხვათაშორის, ჩვენმა ტრიომ უკვე მოიპოვა წარმატება გერმანიაში.

– ფესტივალის შემდეგ საზღვარგარეთ ხომ არ გეგმავთ გასტროლებით გამგზავრებას?

– ერთი კვირის წინ ვენიდან დავბრუნდი, სადაც ქეთი სეფაშვილთან და თემო ხარშილაძესთან ერთად გავმართე კონცერტი. 4 ივნისს სასომხეთში შევასრულებ ბეთჰოვენის სამმაგ კონცერტს, ივლისის თვეში კი, მსოფლიოს საუკეთესო მუსიკოსებთან ერთად მივიღებ მონაწილეობას როდ აილენდის ფესტივალში.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები