LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინალურ ტურში ძალიან უკმაყოფილო დავრჩი საკუთარი შესრულებით – გიორგი კელაპტრიშვილი

12
kelaptrishvili.

გადაცემის ლაივი LIVE

22 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ პროექტის „მხოლოდ ქართული“ გამარჯვებული გიორგი კელაპტრიშვილი სტუმრობდა.

– გიორგი, რა თქმა უნდა, ნებისმიერი გამარჯვება სასიხარულოა. საინტერესოა, თქვენ რას გრძნობდით, როცა „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებულად დაგასახელეს?

– ძალიან ვღელავდი და საოცრად დაბნეული ვიყავივი, არაფერი მახსოვდა და მხოლოდ ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგ შევძელი რამდენიმე ეპიზოდის გახსენება. აქვე, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა „რუსთავი 2“-ს და რა თქმა უნდა, „ფორტუნას“ მხარდაჭერისთვის.

– რა შეგმატათ პროექტში მონაწილეობამ?

– ვფიქრობ, უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე და ძალიან სერიოზული სტარტი ავიღე. რა თქმა უნდა, რთული გზა გავიარე, რადგან არც ისე მარტივი აღმჩნდა, ყოველ კვირას ახალი სიმღერის მომზადება, თუმცა იმ პროფესიონალების წყალობით, ვინც მუდმივად მხარში მედგა, მაინც შევძელი წარმატების მიღწევა.

– საინტერესოა, შეძელით თუ არა საკუთარი თავის მუსიკალურ სამყაროში პოვნა და რომელ მიმართულებას თვლით თქვენთვის ყველაზე მისაღებად?

– ძალიან მიყვარს ხალხური, ქალაქური, საესტრადო სიმღერები და მიჭირს არჩევანის გაკეთება. ვფიქრობ, მთავარია მუსიკა იყოს გემოვნებიანი და ჩემთვის ახლობელი, რადგან თუ თვითონ არ ვიგრძენი, ვერც მსმენელამდე შევძლებ სათქმელის მიტანას.

– საკუთარი თავით რამდენად კმაყოფილი ხართ?

– ფინალურ ტურში ძალიან უკმაყოფილო დავრჩი საკუთარი შესრულებით. პრაქტიკულად მთელი კონკურსი ვლიდერობდი და უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, რაც სერიოზული ტვირთი აღმოჩნდა. მართალია, საბოლოოდ მაინც დავძლიე ემოციები, მაგრამ არ მეგონა, თუ გავიმარჯვებდი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები