LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრჩხილის მოვლის საშუალებები ზამთარში – სილამაზის აკადემია

16
silamazisakademia201120

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ მოვუაროთ ფრჩხილებს ზამთარში – ამ თემაზე გადაცემაში ,,სილამაზის აკადემია“ მანიკურის სპეციალისტმა ნინო ელიზბარაშვილმა ისაუბრა.

როგორ უნდა მოვუაროთ ფრჩილს ზამთარში?

ფრჩხილის მოვლა აუცილებელია როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში. უფრო მეტად სასურველია მოვუაროთ ზამთარში, რადგან გვაცვია დახურული ფეხსაცმელი, აწვება ფრჩხილს და საჭიროა დროული მოვლა. ხელზე ფრჩილები უნდა გაიკეთოთ ორ კვირაში ერთხელ, ხოლო ფეხზე 3-4 კვირაში ერთხელ. სახლის პირობებშიც შესაძლებელია ფრჩხილის კარგად მოწესრიგება. დაბანის შემდეგ ფრჩხილის ჯიბეებში გროვდება ნალექი და საჭიროა გამოსიფთავება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს სოკოვანი დაავადებები.

ხშირია ჩაბრუნებული ფრჩხილის პრობლემაც?

ფრჩხილის არასწორი მოჭრა იწვევს ჩაბრუნებულ ფრჩილებს. თუ არის ჩაბრუნებული ფრჩილი, საჭიროა მისი ამოღება. როცა ზაფხულში ღია ფეხსაცმელი აცვიათ, სურვილის შემთვევაში, ხდება ფრჩხილის გელით ამოვსება. გირჩევთ ჩაიცვათ ნახევარი ზომით დიდი ფეხსაცმელი, ის ნაკლებად აზიანებს ფრჩილს.

დღეს აქტუალურია ფრჩილის ბრეკეტები, როცა ფრჩხილის კალაპოტი იკარგება, აუცილებელია ამოიწიოს სპეციალური საშუალებით და დაფიქსირდეს, სწორედ ამისთვის არის ფრჩხილის ბრეკეტი.

სახლის პირობებში როგორ შეიძლება მოვუაროთ ფრჩხილს?

დაბანის შემდეგ აუცილებელია გამოისუფთაოთ ფრჩხილის ჯიბეები. სასურველია აბაზანების გაკეთებაც, მაგალითად, სამ ლიტრ თბილ წყალში ჩაყაროთ ერთი სუფრის კოვზი მარილი და ერთი სუფრის კოვზი სოდა. ძალიან კარგი საშუალებაა პროფილიქტიკისთვის.

ხშირად ფრჩხილზე გვხვდება სოკოვანი წარმონაქმნები, მაგალითად, როცა ზამთარში ფრჩიხლს არ იჭრიან და ამბობენ, რომ “ასვენებენ“. სოკოს პრობლემა მარტივად ამოსაცნობია, ასეთ დროს ფრჩხილი სქელდება, ყვითლდება. სოკოს შემთხვევაში უნდა მოვაშოროთ ფრჩხილის ის ნაწილი მთლიანად, კარგად დავამუშაოთ და გავიკეთოთ აბაზანები.

იწვევს თუ არა ფრჩხილის დაგრძელება მის დაზიანებას?

როცა ხდება დაგრძელება ფრჩხილი მსუბუქად ზიანდება. როცა ფრჩხილი დაგრძელებულია, ვურჩებ ქალბატონებს არ აიძრონ დაგრძელება და ისე მოიჭრან ფრჩხილი, რადგან ასე იზრდება უფრო გასქელებული და ჯანმრთელი ფრჩხილი.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები