LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განსაკუთრებული საჩუქრები და სადღესასწაულო აქციები – „ავერსი” 25 წლისაა

43
lali bregvadze qeti meladze pulsi

გადაცემის ლაივი LIVE

8 ნოემბერს რადიო „ფორტუნამ“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემამ „პულსი“ კომპანია „ავერსს“ და მის წარმომადგენლებს – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ლალი ბრეგვაძეს და სააფთიაქო ქსელის მარკეტინგის დირექტორს ქეთი მელაძეს უმასპინძლა, რომელთაც კომპანიის 25 წლის იუბილესა და 14 ნოემბერს დაგეგმილ სადღესასწაულო აქციაზე ისაუბრეს.

– ქალბატონო ლალი, რას სთავაზობთ მომხმარებელს 25 წლის იუბილეზე?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ყველა „ავერსელი“ ამაყობს კომპანიის 25-წლიანი ისტორიით, რადგან მართლაც წარმატებული გზა გავიარეთ და უამრავი მადლიერი კლიენტი შევიძინეთ. აღსანიშნავია, რომ სწორედ იუბილეს აღსანიშნად შევქმენით ახალი, ყველასთვის სასარგებლო პროდუქტები, გრანდიოზული აქცია კი, რომელიც 1 ნოემბერს დაიწყო და რამდენიმე თვეს გაგრძელდება, მომხმარებელს მეტად საინტერესო სიახლეს – 25-ლარიან შენაძენზე 250 ლარის სასაჩუქრე ბარათს შესთავაზებს, რომლითაც სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქტს შეიძენს მედიკამენტების და კოსმეტიკური საშუალებების ჩათვლით.

– ქალბატონო ქეთი, რას გულისხმობს 250-ლარიანი ბარათი?

– აქცია მართალაც საინტერესოა, რადგან „მტრედი ბარათის“ ფლობის და მინიმუმ 25-ლარიანი შენაძენის შემთხვევაში, მომხმარებელი მთელი ქსელის მასშტაბით ერთგვარ მარათონში ჩაებმება და როცა რიგით 2 500-ე გახდება, 250-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერსაც მიიღებს, თუმცა მანამდე რამდენიმე მარტივ შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.  სხვათაშორის, 20 გამარჯვებული უკვე გამოვავლინეთ, რომელთაც ჩვენი ვიქტორინათაც ისიამოვნეს და საჩუქრებითაც. აქვე ავღნიშნავ, რომ მათ, ვისაც 250- ლარიანი ბარათის მიღება არ სურს, თავისუფლად შეუძლია მისი 20, 50 ან 100-ლარიანი ვაუჩერებით შეცვლა და ახლობლებისთვის განაწილება.

– ქალბატონო ლალი, როგორ შეხვდა მომხმარებელი ახალ და მეტად ორიგინალურ აქციას?

– ზოგს გაუკვირდა, ზოგი დაიბნა, თუმცა ყველამ ერთნაირად გაიხარა, რადგან მართლაც სადღესასწაულო განწყობა შევუქმენით. არანაკლებ კამაყოფილები დარჩნენ ჩვენი ფარმაცევტები, რომლებიც გამარჯვებულებს გულშემატკივრობენ და სწორი პასუხების გაცემაშიც ეხმარებიან.

– რას ნიშნავს თქვენთვის 14 ნოემბერი?

– 14 ნოემბერი მართლაც უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენთვის, რადგან 1994 წელს, სწორედ ამ დღეს გაიხსნა ჩვენი პირველი აფთიაქი, რასაც მოგვიანებით მთელი საქართველოს მასშტაბით 260 აფთიაქი და კლინიკათა ქსელი, სადაზღვევო კომპანია და ფარმაცევტული წარმოება მოჰყვა, რომელიც მართლაც უმაღლესი ხარისხის პროდქციას აწარმოებს. საერთო ჯამში „ავერსში“ 10 ათსზე მეტი ადამიანი მუშაობს, რითაც ძალიან ვამაყობთ, რადგან საქართველოში იშვიათად თუ მოიძებნება კომპანია, ვინც ამ რაოდენობის ადამიანს დაასაქმებს.

– ქალბატონო ქეთი, როგორ გეგმავთ დაბადების დღის აღნიშვნას წელს?

– რა თქმა უნდა, დაბადების დღეს განსაკუთრებული აქციით ავღნიშნავთ და  აფთიქის ყოველ 25-ე კლიენტს „ავერსის“ 25-ლარიანი ვაუჩერით დავასაჩუქრებთ. მართალია, მანამდე ხუთშაბათი არასდროს ითვლებოდა აქციების დღედ, მაგრამ წელს ჩვენს დაბადების დღეს დაემთხვა, ამიტომ მედიკამენტებზე ამ დღესაც 25%-იან ფასდაკლება გვექნება.

– ქალბატონო ლალი, რა კოსმეტიკურ სიახლეს სთავაზობთ კლიენტებს?

– „ავერსი“ ყოველთვის გამოირჩეოდა კოსმეტიკური, სახისა და ტანის მოვლის საშუალებების ფართო არჩევანით. უამრავი ახალი ბრენდი შევთავაზეთ მომხმარებელს ზაფხულში, ახლა კი, მორიგ სიახლეს და პრემიუმ კლასის ბრენდების, მათ შორის „გუდქურის“, „ლილაროუზის და „მილ ფლორ 1902“-ის ახალი ბიო პროდუქტის გაცნობას  ვთავაზობთ.

– ქალბატონო ქეთი, რამდენად ეფექტურია ბიო პროდუქტი, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა?

– რა თქმა უნდა, ბუნებრივი ნედლეულით დამზადებულ პროდუქტი ყოველთვის ეფექტური და ბევრად ჯანსაღია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ბიო პროდუიქტით პირველ რიგში ბავშვების განებივრება და უამრავი შეთავაზების მიუხედავად, მართლაც საუკეთესო შევარჩიეთ, მომწოდებელი კომპანიას ვესტუმრეთ და თვითონ დავრწმუნდით მათ სტანდარტსა და მაღალ ხარისხში. განსაკუთრებით აღსანიშნავია იტალიური „ნატურა ვერდე“, რომელმაც ბავშვის მოვლის უამრავი საშუალება გააერთიანა.

– საინტერესოა, რას წარმოადგენს სამხრეთ კორეული კოსმეტიკა, რომლის შეძენა ყოველთვის თავისუფლად შეიძლება თქვენს აფთიაქში?

– სამხრეთ კორეა დიდი ხანია ნანოტექნოლოგიების ლიდერია, მისი პროდუქცია კი, მართლაც დიდად ფასობს, რადგან მართლაც ეფექტურად ებრძვის ასაკობრივ პრობლემებს. ჩვენს ქსელში „დეიმელოუს“ ბრენდია წარმოდგენილი, რომელიც განსაკუთრებული მრავალფეროვნებით, ხარისხისთ გამოირჩევა და რაც მთავარია, ყველასთვის ხელმისაწვდომია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები