LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიდების მომსახურება პოპულარული ხდება – “ბია” სტატისტიკას აქვეყნებს

27
გიდები

წლევანდელი ზაფხული საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ხარისხიანი მომსახურების დასამტკიცებლად საკმაოდ დიდი გამოწვევად იქცა. კამპანია „გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“  სწორედ ჩვენს ქვეყანაში ტურისტების მოწვევას ემსახურება. აქედან გამომდინარე, რეალური შედეგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტებს კომპანიებმა ყველა მიმართულებით ხარისხიანი მომსახურება შესთავაზონ. განსაკუთრებით აქტუალური გახდა გიდების მეირ გაწეული მომსახურება.

“ბიას” მონაცემთა ბაზაში ტურიზმის დარგში გიდების მომსახურების მიმართულებით 400-ზე მეტი იურიდიული პირია. ძირითად შემთხვევაში კომპანიებს სხვა ტურისტულ მომსახურებებთან ერთად კომპლექსურად აქვთ სერვისში გიდების მომსახურებაც. დასაქმებული კადრები არ წარმოადგენს მუდვიმ შტატში არსებულ თანამშომლებს, უმეტესობა მათგანი მომსახურების ხელშეკრულებით, დროებით დასაქმებულის სტატუსით სარგებლობს.

“ბიას” ონლაინპლატფორმა გვაძლევს შესაძლებლობას, გამოვყოთ ტოპ რეგიონი, რომლებიც  ძირითადად დატვირთულია გიდების მომსახურებით. ასეთი ორი რეგიონია:

თბილისი

აჭარა

დანარჩენ რეგიონებში კი კომპანიები, ვისაც ეს სერვისი აქვთ, თანაბრად მცირე როდენობებით გვხვდება.

რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, მათი გადანაწილება ტურისტული კომპანიების მაჩვენებლებს ემთხვევა:

4% – მსხვილი ზომის კომპანია

16% – საშუალო ზომის კომპანია

80% მცირე  – ზომის კომპანია

“ბიამ”ინფორმაცია მოგვაწოდა დასაქმებულების ხელფასებთან დაკავშირებითაც. ამ ნაწილში მაღალანაზღაურებადი კადრები ნაკლებად გვხვდება. ქვედა რგოლის თანამშრომლებში, სადაც მოიაზრებიან უშუალოდ გიდები 1000 ლარზე მაღალი ანაზღაურება მხოლოდ რამდენიმე კომპანიაში ფიქსირდება. დანარჩენ შემთხვევებში 1000 ლარამდეა მათი ხელფასის დიაპაზონი.

კომპანიების თითქმის ნახევარში 44%-ში კადრების საშუალო ხელფასი 100-500 ლარამდეა.

18%-ში კი კადრების საშუალო ხელფასი 500-1500 ლარის ფარგლებშია. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები