LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კელაპტრიშვილი და სოფო ნიჟარაძე კლიპის პრემიერისთვის ემზადებიან – „მხოლოდ ქართული“ კი იწყება

15
kelaptrishvili krawashvili

რადიო „ფორტუნაზე“, გადაცემა „არტ-FM“-ის სტუდიის სტუმრები, თათა სადრაძესთან, გახლდნენ „მხოლოდ ქართულის“ მონაწილეები, გიორგი კელაპტრიშვილი, რომელიც მეორე სეზონის გამარჯვებული გახლავთ და პროექტის კონკურსანტი, ვაკო კრაწაშვილი.

„მხოლოდ ქართულის“ მესამე სეზონი „რუსთავი 2“-ის ეთერში იწყება. შესარჩევი ტურები თბილისიდან იწყება, 26 მაისს, 12:00 საათზე შედგება. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის შენობაში მონაწილეების შერჩევას დაიწყებენ.

მონაწილეებმა ისაუბრეს იმის შესახებ, როგორი გარდატეხა შეიტანა „მხოლოდ ქართულმა“ მათ ცხოვრებაში. საუბარი შემოქმედებითი სიახლეებით დაიწყო.

ვაკო:

მაქვს ჩემი საავტორო სიმღერები. ერთ სიმღერაზე მეგობრებმა კლიპი გადამიღეს, „მხოლოდ ქართულამდე“. ახლა დაწყებული მაქვს მორიგი სიმღერის ჩაწერა, „შენი ლოდინით ისევ ვბერდები“, ასე ჰქვია სიმღერას.

„მხოლოდ ქართულის“ მესამე სეზონი იწყება

გიორგი:

სიმღერა სოფო ნიჟარაძესთან ერთად ჩავწერე, კლიპიც მალე იქნება, ახლო მომავალში პრეზენტაციას ვგეგამვთ. მეც დიდი ინტერესით ველოდები. ეს იდეა, რომ სოფო ნიჟარაძესთან მქონოდა კოლაბორაცია, მე და „რუსთავი 2“-ს გვეკუთვნის. ასევე ვგეგმავ კონცერტებს, მაგრამ არ დავაკონკრეტებ, სად მექნება და როდის. სოფოსთან მინდოდა დუეტის ჩაწერა, რადგან მან დააჭირა ოქროს ღილაკს და ასე ვთქვათ, მან აღმომაჩინა.

როგორ ფიქრობთ, დასრულდა პროექტი და დასრულდა ყველაფერი, თუ ახლა დაიწყო?

ვაკო:

რასაკვირველია, ახლა დაიწყო. ამ პროექტმა დიდი მოტივაცია მომცა, უფრო მეტი ენთუზიაზმით ვაკეთო ის საქმე, რომელიც ბავშვობიდან ძალიან მიყვარს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები