LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კელაპტრიშვილი: „მაყურებელთან გულწრფელი ვარ“

48366541_791392591201608_1981742904451792896_n
„მხოლოდ ქართულის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა, რა თქმა უნდა კარგისკენ. გახარებული ვარ, რომ ჩემი ამბები პროექტში კარგად წავიდა. ხშირად აღინიშნა ჩემი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით და დამეკისრა პასუხისმგებლობაც, მაგრამ ვფიქრობ, ცუდად ლაივებზე არ გამოვსულვარ.

ჩემთვის მთავარი ის არის, რომ გულახდილი და გულწრფელი ვარ, მაყურებელთან. ვცდილობ, ჩემი ემოცია და სიმღერა მაყურებელს ისე გადავცე, როგორც შესრულების დროს ვგრძნობ.

ფინალზე წინასწარ საუბარი, ჩემი მხრიდან, არ იქნება ლამაზი. იმის იმედი, რომ ჯერ პროექტში ვიქნები, მაქვს. მინიმუმ ორი ლაივი მინდა, რომ ვიყო და მერე ვნახოთ.

რა თქმა უნდა მოგების სურვილიც მაქვს. მთავარი ის არის, რომ კარგად ვიმღეროთ და როცა ვიდეოს გადავახვევ და ვუყურებ, მინიმუმამდე დავიყვანო ხარვეზები“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში გიორგი კელაპტრიშვილმა მუსიკალური პროექტის შესახებ ისაუბრა.

„მხოლოდ ქართულის“ ერთ-ერთი მონაწილე ბედნიერია პროექტში ყოფნით და როგორც თავად აღნიშნავს, მისთვის ქართული სიმღერა უმნიშვნელოვანესია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები