LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი უშიკიშვილი: „მხოლოდ ქართულის “ჟიურის ახალი წევრი ახალგაზრდა შემსრულებელია

6
giorgi-ushikishvili

გადაცემის ლაივი LIVE

27 ნოემბერს რადიო „ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM” გიორგი უშიკიშვილი სტუმრობდა, რომელმაც პოპულარული ტელეპროექტის „მხოლოდ ქართული” მორიგი ტური შეაჯამა.

– გიორგი, რამდენად კმაყოფილი ხართ პროექტის მონაწილეებით ახალ სეზონზე?

– რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ, რადგან სხვა პროექტების მსგავსად ჩვენც ვვითარდებით, სულ უფრო წინ მივდივართ და თუ გასულ წელს ბევრს წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ფორმატის კონკურსში მონაწილეობდა, ახლა ყველა კონკურსანტი მომზადებული მოვიდა და რეპერტუარიც შესაბამისი მოიტანა.

– ყველას აინტერესებს, ვინ იქნება ჟიურის მეოთხე „გასაიდუმლოებული” წევრი, იქნებ თქვენ მაინც დააკმაყოფილოთ შოუს გულშემატკივართა ცნობისმოყვარეობა?

– რა თქმა უნდა, ჟიურის ახალი წევრის ვინაობას არ გავამხელ, თუმცა გეტყვით, რომ ის ახალგაზრდა შემსრულებელია.

– რას უმზადებთ მაყურებელს სამომავლოდ?

– პირველ რიგში, საინტერესო შოუებს შევთავაზებთ, რადგან ზვიად ბოლქვაძესთან ერთად პროექტს ნიკოლოზ რაჭველის ორკესტრიც შეუერთდება. შემდეგი ტური ბატონ ჯანსუღ კახიძის შემოქმედებას მიეძღვნება და რადგან შესრულების მაქსიმალური ავთენტურობის შენარჩუნებას ვცდილობთ, ამიტომ ჩვენი პედაგოგები ინტენსიურად გადიან კონსულტაციას ბატონ ვატო კახიძესთან. უცნაურია, მაგრამ მომავალ წელს შოუს ყოველი ტური დღესასწაულს ემთხვევა და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ სასიამოვნო წარმოდგენები მოვუმზადოთ მაყურებელს.

–  რამდენად ფიქრობდით პირველ სეზონზე მუშაობისას პროექტის გაგრძელებაზე?

– ალბათ ვფიქრობდით, რადგან „რუსთავი 2″ არასდროს ჰკიდებს პროექტს ხელს, თუ მის წარმატებაში დარწმუნებული არაა, მით უფრო, როცა ასეთ გრანდიოზულ შოუზეა საუბარი. ამასთანავე, კარგად ვიცოდით საზოგადოების განწყობა, რომელსაც ძალიან მოენატრა ქართული სიმღერა და მიხარია, რომ ბევრმა ახალგაზრდა მომღერალმა, რომელიც მეტწილად ე.წ. „ქავერებს” ასრულებდა, რეპერტუარი ქართული სიმღერებით გაამდიდრა. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ქართულად შესრულება, რადგან როცა საკუთარი არ გიყვარს, უცხოს გულწრფელად შეყვარება მით უფრო გაგიჭირდება.

– რამდენად რთული იყო კონკურსანტების შერჩევა?

– სამი მონაწილე, რომელთაც ჟიურის აზრით, აუცილებლად უნდა მიეღო მონაწილეობა პროექტში, ოქროს ღილაკის წყალობით მოხვდა კონკურსში, სხვებზე კი, მართალია ბევრი ვიკამათეთ, მაგრამ  გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით საბოლოოდ მაინც შევარჩიეთ, რადგან გვინდოდა შოუ მაქსიმალურად მრავალფეროვანი ყოფილიყო, კონკურსანტები კი – ინდივიდუალური, ვიზუალურად და ხმის ტემბრით განსხვავებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები