LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუგა მარგველაშვილი: „მთავარი ბიძგი დედამ მომცა“

48380372_791393251201542_1464123655075135488_n
„ვაპირებდი კასტინგზე გასვლას, მაგრამ რატომღაც გამომეპარა. მოგვიანებით გავიგე, რომ დამატებითი ტურები დაინიშნა და ბუნებრივია შანსი გამოვიყენე. მთავარი ბიძგი დედამ მომცა. დავუჯერე და ათეულშიც მოვხვდი.

ფინალთან დაკავშირებით საუბარი რთულია, იმდენად მაგარი ათეულია და იმდენად მაგარი კონკურსანტები არიან. ყველას შეუძლია ფინალში გასვლა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ჩემი მთავარი კოზირი?! რთული სათქმელია, არ მიფიქრია და ვერ გეტყვით. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი არასდროს ვარ. პროექტის იდეაც ის არის, რომ ნელ-ნელა დავიხვეწოთ და მინიმუმადე დავიყვანოთ ხარვეზები. სიმღერა პროფესია გახდა. მომავალშიც სცენაზე ვხედავ საკუთარ თავს და სწორედ ამიტომ კონსერვატორიაში ჩავაბარე. საჭირო ეტაპების გავლის შემდეგ, გზას საოპერო მიმართულებით გავაგრძელებ“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში გუგა მარგველაშვილმა „მხოლოდ ქართულის“ შესახებ ისაუბრა.

მუსიკალური პროექტის მონაწილე ამ ეტაპზე მაქსიმალურად ცდილობს ორშაბათიდან-ორშაბათამდე ხარვეზები მინიმუმამდე დაიყვანოს. როგორც გუგამ აღნიშნა, მისი მიზანი საოპერო ხელოვნებაში გზის გაკაფვაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები