LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გურმემ“ ხორბლის და ნახშირის უსაფუარო პურის წარმოება დაიწყო

34
102699240-1361837203999555-3481228420515400152-o

COVID19-ის პანდემიამ პრობლემები საკონდიტრო ბიზნესსაც შეუქმნა და პროდუქციის რეალიზაცია, კონკრეტულად კომპანია „გურმეს“ შემთხვევაში, 30%-ით შეამცირა – აღნიშნულის შესახებ „ბიზნესნიუსის“ პირდაპირ ეთერში „გურმეს“ გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა რუსა მუზაშვილმა განაცხადა. მან ასევე ისაუბრა იმ სიახლეებზე, რომლებსაც „გურმე“ მომხმარებელს სთავაზობს. მუზაშვილმა ყურადღება გაამახვილა სამომავლო გეგმებზეც.

– როგორ გაართვა თავი „გურმემ“ covid-19-ისგან გამოწვეულ პრობლემებს და იმ პერიოდში, როცა ქვეყანაში თითქმის ყველა ბიზნესი გაჩერდა, რა ფორმატში აგრძელებდით თქვენ მუშაობას?

პანდემიის პერიოდში დავდექით საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე. გვიწევდა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობა, ვინაიდან თითქმის ყოველდღე იცვლებოდა სიტუაცია. ჩვენ წარმოება ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს, ამიტომ, უკვე წინასწარ გვქონდა ყველაფერი მომარაგებული, რის გამოც, ბაზარზე ჩვენი პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კორონავირუსის პირველივე შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ჩვენ დავიწყეთ „გურმეს“ თანამშრომლების უსაფრთხოებაზე გაათმაგებული ზრუნვა და მათ ტრანსპორტირებას სახლიდან-სამსახურში და პირიქით, ჩვენ ვუზრუნველყოფდით. ამასთან, გადავედით ონლაინ შეკვეთებზე. კაფეში პროდუქციის შეძენა შესაძლებელი იყო მხოლოდ დისტანციურად.

-პანდემიას თქვენი გაყიდვები ხომ არ შეუმცირებია?

პანდემიამ, ცხადია, ჩვენი გაყიდვებიც შეამცირა. სამწუხაროდ, დაახლოებით, 30%-ით.

-ვიცი, რომ მიუხედავად სირთულეებისა, რაც covid 19-მა გამოიწვია, მომხმარებლისთვის მაინც გაქვთ სიახლეები…

დიახ. „გურმე“ ნამდვილად მუდმივად ვითარდება და სთავაზობს სიახლეებს საკუთარ მომხმარებლებს. ამ ეტაპზე, დავამატეთ უმაღლესი ხარისხის ნახევარ-ფაბრიკატები. ასევე, ხორბლის და ნახშირის უსაფუარო პური.

-თუ გაქვთ გაწერილი გეგმები, რომელთა განხორციელებასაც 2020 წლის ბოლომდე აპირებთ?

სანამ პანდემია დაიწყებოდა, დიდი გეგმები გვქონდა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ამ გეგმებს ვერ მივყვებით. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვმუშაობთ იმაზე, რომ წლის ბოლომდე ავიღოთ ISO-ს სერთიფიკატი.

-როდიდან ხართ ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი, რამდენ ადამიანს ასაქმებთ და რამდენი დასახელების პროდუქციის შეძენაა თქვენთან შესაძლებელი?

„გურმე“ 2012 წლის 27 დეკემბერს გაიხსნა. ამჟამად გვაქვს სამი ფილიალი: დიდ დიღომში – მირიან მეფის ქუჩაზე, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე და გივი კარტოზიას ქუჩაზე. 65 ადამიანი გყვავს დასაქმებული. საწარმო გვაქვს დიდ დიღომში, სადაც ხდება ჩვენი პროდუქციის წარმოება. უამრავი დასახელების პროდუქცია გვაქვს: პურ-ფუნთუშეული, ნამცხვრები, ტორტები, სწრაფი კვების ხაზი – მოკლედ, კვებას რაც ეხება, ყველაფერი გვაქვს და რაც მთავარია, მაღალი ხარისხის.

-რამდენად კონკურენტული გარემოა საქართველოში იმ სექტორში, რომელშიც „გურმე“ საქმიანობს და რითი გამოირჩევით კონკურენტებისგან?

ჩვენს სფეროში კონკურენცია საკმაოდ მაღალია. თუმცა, კონკურენტებისგან გამოვირჩევით მაღალი ხარისხით, მისაღები ფასებით, მრავალფეროვანი ასორტიმენტით და მომსახურებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები