LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაშვილის კლინიკის დირექტორი: „10 წლამდე ასაკის ბავშვებში კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობის არც ერთი შემთხვევა არ არსებობს…“

17
hxaidzeivaneshow

გადაცემის ლაივი LIVE

რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „პულსი“თსსუ პროფესორი, იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ეწვია და ისაუბრა თემაზე: კორონავირუსი და ბავშვები.

ივანე ჩხაიძე:

საბედნიეროდ, ბავშვებში ეს დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად. დღემდე არსებული ძალიან დიდი სტატისტიკით, 10 წლამდე ასაკის ბავშვებში მისი მძიმე მიმდინარეობის არც ერთი შემთხვევა, არც ერთი ლეტალური გამოსავალი არ დაფიქსირებულა. ეს მიიჩნევა მის ერთადერთ კარგ მახასიათებლად. რამდენიმე ვერსიაა, თუ რატომ ხდება ასე და ერთი ვერსია ის არის, რომ ბავშვებს იმდენი ძველი კორონავირუსი აქვთ გადატანილი, ფიქრობენ, რომ იმუნიტეტი უფრო მეტი აქვთ და ეს განაპირობებს კეთილთვისებიან მიმდინარეობას მათ შორის. კიდევ ერთი თეორიაა ახალჩატარებულ ვაქცინაციაზე, რომელიც დამცველ ხასიათს ატარებს.

ფაქტია, რომ ეს არის პოპულაცია, რომელსაც ვირუსი ვერ აზიანებს…

რატომ არ აავადებს, ან მსუბუქად მიმდინარეობს ან ლეტალური გამოსავალი რატომ არის ერთეული ბავშვებს შორის? – კორონავირუსი, პირველ რიგში, აზიანებს ფილტვებს. ადამიანების გარდაცვალებას იწვევს იმუნური სისტემის არასწორი, ძალიან აგრესიული პასუხი, რაც, ძირითადად, ხანში შესულებს შორის უფრო მეტია.

როდის უნდა ველოდოთ სინათლეს გვირაბის ბოლოს? ჯერ ტემპერატურის მატება იყო იმედი, შემდეგ გვითხრეს, რომ ეს არ იყო მოსალოდნელი… რას შეიძლება დაუკაშირდეს კორონავირუსთან ბრძოლის წარმატება?

ამ კითხვაზე პასუხს უფრო ვირუსოლოგები და ეპიდემიოლოგები გაგვცემენ, თუმცა ერთი პოზიტიური მინიშნება შეიძლება იყოს პირველი ქვეყნის მაგალითი. რამდენ ხანს გარძელდა ვირუსის გავრცელება ჩინეთში, რა სტადიებით და როგორ მიდის დასასრულისკენ. სადღაც სამთვიანი ციკლი გამოვიდა ჩინეთში. ერთადერთი დამაიმედებელი სტატისტიკა ესაა. ანალოგიური იმედები უნდა გვქონდეს ევროპის თუ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. ჩვენ უნდა გვქონდეს იმედი, რომ მ ომდევნო თვიდან შემთხვევები უნდა შემცირდეს, თუკი ჩინეთში არსებულ ციკლს გაიმეორებს. ვერ გავიზიარებ გერმანიის კანცლერის განცხადების პათოსს. სრულიად კატასტროფული შედეგი იქნებოდა, რაც 1918 წლის გრიპს. უფრო სწორია იმის თქმა, რომ ეს იქნება პირველი პანდემია, რომელიც კონტროლს დაექვემდებარება, ვიდრე ის, რომ მოსახელობ ის 70% დაავადდება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები