LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ინფორმაციას ვაწვდით, როგორ სრულდება შემაკავებელი ორდერი, რა უნდა იცოდეს ე. წ. მსხვერპლმა, თუ ორდერი დაირღვა” – ქალთა მიმართ ძალადობა და იურისტის რჩევები

10
555

ქალთა მიმართ ძალადობა – ეს ის თემაა, რაც პერიოდულად განსაკუთრებით აქტუალურია ხოლმე. ამჯერად, გადაცემა “კანონის ფარგლებში” სწორედ ამ საკითხს დაეთმო, რადგან მიმდინარე კვირაში ტრაგედიით დასრულდა ქმრის მიერ ცოლის მიმართ ძალადობა. ჩვენ ამის შესახებ იურისტს – ქეთევან ზანდუკელს ვესაუბრეთ.

,,ორი სახის დაცვა არსებობს , როცა ძალადობასთან გვაქვს საქმე. პირველი – პატრულში დარეკვა, რათა იმ დროს აღიკვეთოს ძალადობა და მეორე – ეს არის სასამართლოსთვის მიმართვა. ეს უფრო ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევების დროს ხდება. იმ მომენტში რეაგირებისთვის კი პატრულის გამოძახებაა საჭირო. თუ პატრული შემაკავებელ ორდერს წერს, სასამართლო – დამცავ ორდერს გამოწერს. განსხვავებაა ვადებში. შემაკავებელი ორდერს ერთი თვის ვადა აქვს, როცა მოძალადეს ეკრძალება მსხვერპლთან მიახლოება. სასამართლოს შემთხვევაში შეიძლება დამცავი ორდერი 6 თვით მოვითხოვოთ.

ძირითადად ასე ხდება – გამოიწერება ორდერი და მერე ერთვება იურისტი პროცედურულ საკითხებში. ინფორმაციას ვაწვდით, როგორ სრულდება შემაკავებელი ორდერი, რა უნდა იცოდეს ე. წ. მსხვერპლმა, თუ ორდერი დაირღვა. ასეთ დროს უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება. შეიძლება ორდერში წერია, რომ კონკრეტულ მანძილზე ეკრძალება მოძალადეს მასთან მიახლოება. ასეთ დროს მსხვერპლს ეუბნებიან, რომ თუ დაინახავ, უნდა მოერიდო, რა უნდა ქნა ასეთ დროს და ა. შ.

ჩემი მთავარი რჩევები იქნება, იცოდნენ რა და რა სახის ძალადობა არსებობს და ამაზე ისაუბრონ. ის თავის თავში ბევრ გარემოებას მოიცავს. თითქოს არაუშავს, რომ ამცირებს, სხვების თანდასწრებით მათ შორის… ასევე შეიძლება იყოს ეკონომიკური ძალადობა, რაც ნიშნავს იმის შიშს, რომ თავად და მისი შვილები ფინანსების, განათლების გარეშე დარჩებიან. ამის შიშით ბევრი ხმას არ იღებს. ყველა მსხვერპლისთვის ამაზე საუბარი ურთულესია. ჩემი რჩევა იქნება, რომ ყველა ქალმა მოიკრიბოს ძალა, ყველას გვყავს გვერდით ვიღაც, ვინც ამ გზაზე დაგვეხმარება. დღეს შეიცვალა ჩვენი შეხედულება ამ საკითხების მიმართ. ის მარტო არ დარჩება, თუ ამაზე საუბარს გადაწყვეტს. კარგია, რომ დღეს არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც უფასო კონსულტაციებს უწევენ ადამიანებს”, – აცხადებს ქეთევან ზანდუკელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები