LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინსულტის თავისებურებები პანდემიის ფონზე – ნევროლოგი ნიკა კვერნაძე გადაცემაში ,,პულსი”

24
nikakvernadze2011

გადაცემის ლაივი LIVE

6 ნოემბერს, რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნევროლოგი, ნიკა კვერნაძე სტუმრობდა, რომელმაც პანდემიის ფონზე ინსულტის თავისებურებებზე ისაუბრა.

– ბატონო ნიკა, არსებობს მოსაზრება, რომ ჰიპერკოაგულაცია – ვირუსის ის გართულებაა, რომელიც ინსულტს პროვოცირებს. თქვენ რამდენად იზიარებთ ამგვარ მოსაზრებას?

– ზოგადად, ინსულტი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაა, რომლის დროსაც ტვინის გარკვეული უბანი ზიანდება. არსებობს დარღვევის ორი ფორმა – იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი. კორონავირუსის დროს, როცა  მატულობს D–დიმერის მაჩვენებლები, არა მხოლოდ ინსულტის, არამედ სხვა დაავადებების, მათ შორის, თრომბის წარმოქმნის, სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლის რისკიც იზრდება.

– ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მართლაც განსაკუთრებული პირობებია შექმნილი ინსულტის სამკურნალოდ. კონკრეტულად რა შესაძლებლობები აქვს თქვენს კლინიკას?

– ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მართლაც საუკეთესო ინსულტის ცენტრი აქვს, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია საქართველოში, რადგან სრულად ვიყენებთ იშემიური ინსულტის მკურნალობის ევროპაში აპრობირებული მეთოდებს – ინტრავენტურ თრომბოლიზს და თრომბექტომიას. იშემიური ინსულტის განვითარებისას, თავის ტვინის სისხლძარღვში  თრომბი იჭედება, რომელიც გარკვეული უბნების სისხლით მომარაგებას აფერხებს და მის კვდომის იწვევს. სწორედ თრომბის განვითარების აღსაკვეთად გამოიყენება ინტრავენური თრომბოლიზი, ანუ ხსნარის გადასხმა ინსულტის განვითარებიდან მაქსიმუმ ოთხ საათში. ძალიან მნიშვნელოვანია დროული ჩარევა, რადგან ოთხი საათის შემდეგ ამგვარი მანიპულაცია აზრს კარგავს. თრომბექტომიას კი, რომელიც თავის ტვინის სისხლძარღვში კათეტერით შესვლას, მის გამოტანასა და დაშლას გულისხმობს, შედარებით გრძელი ვადა აქვს.

– უცნაურია, მაგრამ დისკომფორტთან ერთად, კოვიდმა ერთგვარი კომფორტიც შეუქმნა მედიკოსებს, რადგან ამ თემაზე შექმნილი ნებისმიერი ნაშრომის თავისუფლად გაცნობის საშუალება მისცა. რა სიახლეებია ნევროლოგიის სფეროში ამ თვალსაზრისით?

– კოვიდი ახალი ვირუსია, ამიტომ მოსაზრებაც უამრავია, მუდმივად იცვლება გაიდლაინები და პროტოკოლები. სხვადასხვა ქვეყანაში მედიკოსები ინტენსიურად აწარმოებენ კვლევებს, ამიტომ იმედი მაქვს, მკურნალობის ოპტიმალური მეთოდიც სწრაფად შემუშავდება.

– რას ურჩევთ მათ, ვისაც თვითნებურად უყვარს მკურნალობა და მედიკამენტების მიღება?

– თვითნებური მკურნალობა არა მხოლოდ კოვიდის, ნებისმიერი დაავადების შემთხვევაშია მიუღებელი. თუ ადამიანს ვირუსის სიმპტომები აქვს, მან პირველ რიგში, ოჯახის ექიმს უნდა მიმართოს, რადგან სწორედ ის მართავს კოვიდპაციენტს სახლში და სასტუმროში.

– რა უპირატესობა აქვს ინსულტის ცენტრს მსგავს სამკურნალო დაწესებულებებთან?

– ნეიროქირურგებისთვის დრო – ტვინია, რადგან ნეოირონების კვდომის შემთხვევაში, მათი აღდგენა შეუძლებელია. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა – შვინარჩუნოთ ნეირონები მაქსიმალურად დიდი რაოდენობით, რადგან სწორედ ასე შეიძლება პაციენტის გადარჩენა და ინვალიდობის რისკის შემცირება.

– რა სიმპტომები აქვს ინსულტს?

– მთავარ სიმპტომებად სახის ასიმეტრია, მეტყველების გართულება და უეცარი ტკივილი კიდურებში, მდგრადობის დარღვევა, თავბრუსხვევა, ღებინება და ძლიერი თავის ტკივილი მიიჩნევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები