LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა სოხაძის 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

33
66714703-400754533981127-4682260341214674944-n

რადიო „ფორტუნას ეთერში გრძელდება მუსიკალური პროექტი „რას უსმენენ ცნობილები“, რომელიც  საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მუსიკალურ გემოვნებაზე უყვება მსმენელს. ამჯერად გადაცემას  მომღერალი და კომპოზიტორი ირმა სოხაძე ესტუმრა, რომელმაც მისთვის ძვირფასი წლები გაიხსენა და 7 საყვარელი სიმღერა წარუდგინა რადიო „ფორტუნას” მსმენელს.

მეშვიდე ადგილზე წარმოგიდგენთ ბიძინა კვერნაძის შედევრს ფილმიდან ,,დათა თუთაშხია” ნანი ბრეგვაძის შესრულებით.

მეექვსე ადგილზე შემოგთავზებთ ელა ფიტჯერალდს, რომელიც ბავშვობიდან ჩემი კუმირი იყო. მას პირველად 4 წლის ასაკში მოვუსმინე, მაშინ არც ვიცოდი ჯაზი და იმპროვიზაცია. შესაბამისად ეს იყო კოპირება, თუმცა 4 წლის ასაკში დამეთანხმეთ, რომ იოლი არ არის. ეს ყველაფერი გიყალიბებს მუსიკალურ გემოვნებას და 8 წლის ასაკში უკვე ელა ფიტჯერალდის რეპერტუარიდან ბევრს სიმღერას ვმღეროდი(იღიმის).

https://www.youtube.com/watch?v=UjuaZDdqmCw

მეხუთე ადგილზე მინდა შემოგთავაზოთ ინოლა გურგულია. მე დღემდე, ყველა ჩემს კონცერტზე ვმღერი ამ სიმღერას.

მეოთხე ადგილზე მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი რეპერტუარიდან სიმღერა. არ გეგონოთ, რომ ამ სიმღერას სულ ვუსმენ, უბრალოდ ჩემთვის ძალიან საყვარელი და ძვირფასია. ეს სიმღერა არ არის ჩემთვის დაწერილი. როცა ტელევიზიაში ვმუშაობდი, პირველად მაშინ მოვისმინე, იმ პერიოდში ეკა მამალაძე მღეროდა და სულ სხვა ტექსტი ჰქონდა. გავგიჟდი ისე მომეწონა და გადავწყვიტე ტექსტი მე თვითონ დამეწერა. დავწერე, გავაკეთეთ არანჟირება, ჩავწერეთ და გახდა ჩემთვის ძალიან საყვარელი სიმღერა, რომელსაც სიამოვნებით წარმოგიდგენთ.

მესამე ადგილი  – Supper Time. ბავშობაში, ფირფიტაზე მოვუსმინე ელა ფიტჯერალდის ამ სიმღერას. პრაქტიკულად არაფერი ისმოდა, მაგრამ ისეთი ემოცია დამიტოვა და ისე მომეწონა, რომ ამოვიწერე ტექსტი, ვისწავლე და მე თვითონ ვუკრავდი და ვმღეროდი. შემდეგ ბევრი წელი გავიდა და ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, ჩვენს მეგობრებთან ერთად მემღერა. ამიტომ მესამე ადგილზე წარმოგიდგენთ ამ სიმღერას.

მეორე ადგილზე გთავაზობთ გია მაჭარაშვილის სიმღერას ,,გაიღიმე”.  ამ სიმღერასთან დაკავშრებით ერთი ისტორია უნდა მოგიყვეთ. იყო მარათონი, სადაც ბევრი კარგი სიმღერა დაიწერა და უამრავი ჩვენი საყვარელი მომღერალი იღებდა მონაწილეობას, თუმცა, არ გვქონდა საფინალო სიმღერა. მოვიდა გია მაჭარაშვილი და მითხრა, ერთი კარგი თემა მაქვს და იქნებ გამოგადგესო. დამიკრა და ძალიან მომეწონა. ზუსტად 10 წუთში დავწერე ტექსტი და ჩავწერეთ. მაშინ ,,გაიღიმეს” ნაცვლას ,,დაიძინე”იყო (იღიმის). წლების შემდეგ კი მერაბ სეფაშვილმა მთხოვა, რომ ეს სიმღერა ემღერა და ,,დაიძინეს” ,,გაიღიმე”-თი შეცვლიდა(იღიმის). რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა და დავთანხმდი… ასე შეიქმნა ეს სიმღერა.

პირველ ადგილზე გთავაზობთ ჩემს საკუთარ სიმღერას, რომელიც ძალიან მიყვარს. ეს სიმღერა ჩემს მეუღლეს, ვერცხლის ქორწილისთვის დავუწერე 2000 წელს. იმდენად მოეწონა ტექსტი და სიმღერა, რომ დამთანხმდა და ვიმღერეთ ერთად (იღიმის) .საოცარი სიტყვები და საოცარი ემოცია,რომელიც მინდა ყველას მეუღლეს მივუძღვნა.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები