LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ისე არ ხდება, რომ დღეს ბინა გააქირავოს ადამიანმა და მეორე დღეს დაკარგოს, თუმცა რისკი არსებობს” – თინათინ ჭიხორია

11
tima-2021-10-28_13-12-27_332544-e1635412361801

ბინის გაქირავება, როგორც პრობლემა და თავსატეხი მოქალაქეებისთვის – ერთ-ერთ ჯგუფში მოქალაქე ითხოვდა იურისტის დახმარებას. მიზეზი სწორედ ბინის გაქირავებასთან დაკავშირებით გაჩენილი პრობლემა იყო. მომხმარებელი წერდა, რომ მისმა მშობელმა ბინა რუსეთის მოქალაქეზე გააქირავა, მათ ერთი კვირის თანხა გადაიხადეს და ახლა ბინიდან გამოსვლას არ აპირებენ.  რა უნდა ქნათ, რა უნდა იცოდეთ ზოგადად, სანამ ბინას გააქირავებთ, რომ არ აღმოჩნდეთ ბინის შესაძლო დაკარგვის საფრთხის წინაშე, ამ თემაზე იურისტ თინათინ ჭიხორიას ვესაუბრეთ. მან ჩვენს კითხვებს წერილობით უპასუხა.

როგორც იურისტმა გვითხრა , ისე არ ხდება, რომ დღეს ბინა გააქირავოს ადამიანმა და მეორე დღეს დაკარგოს, თუმცა რისკი არსებობს.

“რისკი წარმოიშვება თუ ხელშეკრულება არ უდევთ წერილობით , ასევე თუ არ არსებობს თანხის გადახდის ქვითრები. როცა დამქირავებელის მიმართ აღსრულებაშია საქმე შესაძლოა დაქირავებულ ბინას ყადაღა დაედოს და აუქციონზე გავიდეს და მერე მესაკუთრეზე მოდის საპირისპიროს მტკიცება. მთელი რიგი პრობლემები შეიძლება გაჩნდეს, ჩვენთან არის მომართვიანობა , ძირითადად, თანხის გადაუხდელობის გამო.  ხელშეკრულების დადების დროსაც არსებობს რისკები, შეიძლება საერთოდ დავკარგოთ საცხოვრებელი ბინა. როცა კლიენტი თანხას არ იხდის, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. მესაკუთრეს შეუძლია, თუ სამი თვის განმავლობაში მას თანხას არ უხდიან, მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა და გამოსახლება.

ჩვენი კანონმდებლობა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ხელშეკრულება დავდოთ წერილობით ან ზეპირი. წერილობითი ცოტა დროსთან არის დაკავშირებული, ნოტარიუსთან მისვლაა საჭირო, თუ უცხოენოვანი მოქალაქეა, უნდა ვთარგმნოთ და ა. შ. ამიტომ ზეპირად თანხმდებიან ხოლმე, მაგრამ იურიდიული ძალა აქვს წერილობით ხელშეკრულებას.

ყველა დეტალი უნდა გავითვალისწინოთ ხელშეკრულების დადებისას. ერთი შეხედვით, შეიძლება უმნიშვნელო იყოს, მაგრამ ბოლოს გადამწყვეტი აღმოჩნდეს.  უნდა გავარკვიოთ ვისზე ვაქირავებთ ბინას, არის თუ არა ის მოვალეთა რეესტრში, თუ პირის მიმართ აღსრულებაა დაწყებული, შეიძლება ჩვენი სახლი დაყადაღდეს, იქ არსებული ნივთები დაყადაღდეს, ეს მერე დროში იწელება.

ხელშეკრულებაში ყველაფერი დეტალურად უნდა  ჩავწეროთ, როდის იხდის თანხას, ინვენტარი აღვწეროთ, რა ნივთებია და რა მდგომარეობაშია. ასევე სარემონტო ხარჯებს ვინ გასწევს, ესეც უნდა ჩაიდოს, ზოგადად, მეპატრონის გარეშე სარემონტო სამუშაოების ჩატარება შეიძლება”, – ამბობს თინათინ ჭიხორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები