LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუმორის გრძნობაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ იუმორით შეიძლება საერთო ენის გამონახვა პარტნიორებთან და მომხმარებელთან -ლევან ჯამბაზიშვილი

140
ლევან-ჯამბაზიშვილი

19 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ ავეჯის კომპანიის Modern House-ის დამფუძნებელი ლევან ჯამბაზიშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– ლევან, პროფესიით ეკონომისტი ბრძანდებით. საინტერესოა, რატომ აირჩიეთ საქმიანობის სფეროდ ავეჯის ბიზნესი?

– ყოველთვის ვინტერესდებოდი ინტერიერის დიზაინით და დეკორით, რადგან სწრაფად ცვალებადი და მუდმივად განვითარებადი სფეროა.

– როგორც ვიცი, თქვენს ბიზნესში მთელი ოჯახია ჩართული?

– მეუღლე იურისტია და ჩემთან ერთად ინაწილებს პასუხისმგებლობას, ბავშვები კი, მაშინ გვეხმარებიან, როცა დრო აქვთ.

– რა გზა გაიარა 11 წლის წინ შექმნილმა Modern House-მა და რამდენად გაიზარდა მომხმარებლის რიცხვი?

– 11 წლის წინ ყველაფერს მარტო მარტო ვაკეთებდი, კონსულტაციასაც თვითონ ვუწევდი კლიენტებს და ავეჯსაც თვითონ ვაწყობდი, რამაც უზარმაზარი ცოდნა, გამოცდილება მომცა და სწორედ ამ გამოცდილებით შევძელი კომპანიის განვითარება.

– რას ნიშნავს თქვენთვის Modern House?

– პირველ რიგში, უზარმაზარ გამოცდილებას, რადგან განვითარების პერიოდში, ყველა სფეროში აქტიურად ვმონაწილეობდი. თავიდან მხოლოდ სამი ადამიანი ვმუშაობდით, დღეს კი, შვიდნი ვართ, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში ახალი თანამშრომლების დამატებაც შეგვიძლია.

– რომელ საერთაშორისო ბრენდებს აერთიანებს Modern House?

– თავიდან მხოლოდ მცირე თურქულ ბრენდთან ვთანამშრომლობდით, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთად გავიზარდეთ და უამრავი სასარგებლო ვასწავლეთ ერთმანეთს. მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობა დღესაც გრძელდება, რაც პირველ რიგში გულწრფელი მეგობრობის და პარტნიორული პასუხისმგებლობის დამსახურებაა. ცოტა ხნის წინ მეტად წარმატებულ იტალიურ კომპანიასთან გავაფორმეთ შეთანხმება, იმედია, ჩვენი ურთიერთობა ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც თურქ პარტნიორებთან.

– როგორ შეაფასებთ ქართველ მომხმარებელს – უფრო მომთხოვნია თუ პრეტენზიული?

– ქართველებს ძალიან კარგი გემოვნება გვაქვს, რაც შეეხება მოთხოვნებს – ჩვენ ყოველთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ვთავაზობთ, რომლის დაწუნება უბრალოდ შეუძლებელია.

– რამდენად დაგეხმარათ ეკონომისტის პროფესია ავეჯის ბიზნესში?

– ძალიან დამეხმარა. მიხარია, რომ ავეჯის ბიზნესში ვარ, რადგან სწორედ ამ სფეროში ვიპოვე საკუთარი თავი.

– რამდენიმე დღის წინ გახსენით ახალი შოურუმი, კიდევ რა სიახლეს შესთავაზებთ მომხმარებელს?

– ვფიქრობ, ახალი შოურუმის გახსნით უამრავი კლიენტის მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. ჩვენს ბიზნესში მთავარი მომხმარებლის ნდობის მოპოვებაა, ამიტომ ძალიან მიხარია, რომ კლიენტები გვენდობიან და ჩვენი სჯერათ.

– რა სიახლეს უმზადებთ მომხმარებელს საახალწლოდ?

– რამდენიმე აქცია წამოვიწყეთ, რომელიც ფასდაკლებებითა და სიურპრიზებით გაახარებს მომხმარებელს.

– თავად როგორ ხვდებით ახალ წელს, გაქვთ თუ არა განსაკუთრებული ტრადიცია?

– განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ მთელი ოჯახი ერთად აღვნიშნავთ დღესასწაულებს.

– რომელი კერძის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საახალწლო სუფრა?

– შემწვარი გოჭი და გოზინაყის.

– რა მთავარი უნარი გამოიმუშავეთ ავეჯის ბიზნესში?

– გამომუშავებით ნაკლებად, ალბათ თავიდანვე მქონდა დეკორირების ნიჭი და სწორედ ეს დამეხმარა ბიზნესის განვითარებაში. მომხმარებელი ხშირად აღნიშნავს, რომ ძალიან გემოვნებიანი ავეჯი გვაქვს, ამიტომ ჩვენი კომპანიის სლოგანად – „Modern House – გემოვნებიანი ავეჯი“ ვაქციეთ.

– როგორ შეაჯამებთ 2022 წელს?

– საკმაოდ რთული წელი იყო, რადგან სხვების მსგავსად ჩვენც სერიოზულად გვაზარალა პანდემიამ, თუმცა ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და იმედი გვაქვს, რომ მომავალი წელი ბევრად იღბლიანი იქნება.

– რა იყო გარდამტეხი Modern House-ის 11-წლიან ისტორიაში?

– სიმართლე ვთქვა, სწორედ ახლა ვართ გარდატეხის ეტაპზე. ვფიქრობ, წარმატებით დავძლევთ ყველა სირთულეს და ახალი გამოცდილებით გავაგრძელებთ განვითარებას.

– რას აფასებთ თანამშრომლებში ყველაზე მეტად?

– მართალია, რთულია პროფესიონალების მოძიება, მაგრამ ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რადგან არაჩვეულებრივი გუნდი შევქმენით. რაც შეეხება თვისებებს – ვფიქრობ, მთავარი საქმის სიყვარულით და მთელი გულით კეთებაა. შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს, თუმცა იუმორის გრძნობაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ იუმორით შეიძლება საერთო ენის გამონახვა პარტნიორებთან და მომხმარებელთან.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ძალიან სწრაფად.

ბლიცკითხვები:

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობთ დღის განმავლობაში?

– Modern House

– როგორი ხელმძღვანელი ხართ?

– მეგობრული.

– საჩუქარი, რომელიც ყოველთვის გახარებთ?

– ძალიან მნიშვნელოვანია ღიმილი.

– რომელ ავეჯს თვლით ყველაზე კომფორტულად?

– დივანს.

– რომელ კერძს ამზადებთ ყველაზე გემრიელად?

– ნებისმიერ კერძს ხორცისგან.

– სად ისვენებთ ყველაზე კარგად?

– მნიშვნელობა არ აქვს სად, მთავარია მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– ხატვა არ მეხერხება, მაგრამ ალბათ დივანს დავხატავდი.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მიღწევად?

– მთავარი საქმის სიყვარული და მთელი გულით კეთებაა, რადგან არაფერი გამოვა, თუ მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ვმუშაობთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები