LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჯაზფესტივალი წელს მხოლოდ ქართველი მუსიკოსებით დაკომპლექტება” – გაიოზ კანდელაკი გადაცემაში „არტ-FM“

9
gaiozkandelakinews

გადაცემის ლაივი LIVE

3 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“  ,,შავი ზღვის ჯაზფესტივალის” ფუძემდებელი და თბილისის მერიის ორკესტრის „ბიგ-ბენდის“ შემქმნელი, ბატონი გაიოზ კანდელაკი სტუმრობდა, რომელმაც ფესტივალის ისტორია გაიხსენა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– ბატონო გაიოზ, რამდენად ნეგატიურად აისახა თქვენს საქმიანობაზე პანდემია?

– უამრავი გეგმა გვქონდა, თუმცა ყველაფრის გადადება მოგვიწია. რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე მუშაობას ვაგრძელებთ, მაგრამ მაინც მოლოდინის რეჟიმში ვართ. ვფიქრობ, შესაძლებელია რეგულაციების შეცვლა ან შერბილება, რადგან სწორედ მათზე ვართ დამოკიდებული. მართალია, ჯაზფესტივალის ბედიც ბოლომდე გაურკვეველია, მაგრამ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი მაინც მოიძებნა – წელს მხოლოდ ქართველი მუსიკოსებით დაკომპლექტება და ფესტივალის მთელი ბიუჯეტი მათ ჰონორარზე განაწილდება, რაც უზარმაზარი შეღავათი იქნება ყველასთვის, რადგან დღეს ძალიან ცოტას აქვს სტაბილური შემოსავლი. ამავდროულად, ხელს შევუწყობთ შიდა ტურიზმის განვითარებას და გარკვეულწილად ქვეყანასაც დავეხმარებით.

– რა თქმა უნდა, შავი ზღვის ფესტივალს დღეს ყველა კარგად იცნობს და სიამოვნებით სტუმრობს, თუმცა წლების წინ, როცა მხოლოდ საფუძველი ეყრებოდა, ყველაფერი ბევრად რთული იყო. საინტერესოა როგორ გაჩნდა ფესტივალის შექმნის იდეა?

– ფესტივალის ისტორია ჯაზ-კლუბის წევრების ბაქოში მოგზაურობით დაიწყო, სადაც პირველი შეხვედრა მოვაწყვეთ, 1978 წელს კი, სერიოზულად შევუდექით ფესტივალის ორგანიზებას. მართალია, ბევრს საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ ვიყავით და რა საერთო ჰქონდა ფილარმონიას ჯაზთან, როცა 2 500 აბსოლუტურად განსხვავებულ კონცერტს მართავდა წელიწადში, მაგრამ იმ პერიოდის ჩინოვნიკების ხელშეწყობით, რომლებიც საოცრად ლოიალურად შეხვდნენ ჩვენს იდეას, მაინც შევძელით ღონისძიების მოწყობა.

– უზარმაზარი გამოცდილების ფონზე, რომელ ფესტივალს გაიხსენებთ განსაკუთრებული სიყვარულით?

– რა თქმა უნდა, გამორჩეული და ყველაზე დასამახსოვრებელი პირველი ფესტივალი გამოდგა, რადგან ყველა გადავრჩით, არავინ დაგვიჭირეს და ღონისძიებამაც არაჩვეულებრივად ჩაიარა. არა ნაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა 1989 წელის ფესტივალი, როცა ამერიკელი ვარსკვლავები მოვიწვიეთ და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გრანდიოპზული შოუ მოვაწყვეთ.

– რამდენად მოგეწონათ თქვენი რძლის – არაჩვეულებრივი მუსიკოსის ნიკი ვესტი ახალი ალბომი?

– პირველ რიგში ავღნიშნვ, რომ საოცრად გვიყვარს ერთმანეთი, რადგან ნიჭიერ ადამიანთან ურთიერთობა მართლაც დიდი სიამოვნებაა. რაც შეეხება ალბომს, მართლაც შესანიშნავი გამოვიდა, კახასთან ერთად მოვუსმინე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

– უამრავ ვარსკვლავს უმასპინძლა ჯაზფესტივალმა, საოცნებო სტუმარი ხომ არ გყავთ, ვისაც სიამოვნებით მოიწვევდით?

– სიამოვნებით მოვუსმენდი მაიკლ ბაბლს ან ბარბარა სტრეიზანდს. სიმართლე ვთქვა, ძალიან ცოტა მუსიკოსი დარჩა, ვისაც ჩვენს ფესტივალში არ მიუღია მონაწილეობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები