LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია „ჯეო“ მისი პროდუქციის უსაფრთხოებას დოკუმენტებით ასაბუთებს

11
სუნელები

ინტერვიუ „ჯეო“ გაყიდვების მენეჯერთან- სოფო ჯანხოთელთან

ჩვენს მსმენელს ახსოვს, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს იყო აქტუალური სუნელებში ტყვიის ოდენობა, ახლაც ჩატარდა ამავე თემაზე კვლევა და კონკრეტულად ყვითელ ყვავილზე გაკეთდა აქცენტი, თქვენ, როგორც იმპორტიორი და ასევე ადგილობრივ ბაზარზე მყიდველი, რას იტყვით პირველ რიგში ამ პროდუქციაზე, საიდან შემოდის, რამდენად უსაფრთხოა ან როგორ განისაზღვრება მისი უსაფრთხოება

– კომპანია „ჯეო“ 2005 წელს დაარსდა , მომხმარებელს უსაფრთხო პროდუქტებს უკვე 14 წელია სთავაზობს. „ჯეო“ ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომანიაა. ყვითელ ყვავილს რაც შეეხება, მას ადგილზე, ქარელის რაიონში ვყიდულობთ, შემოწმებას აკრედიტაციაგავლილ ლაბორატორიაში გადის, ამის მერე ვახორციელებთ შესყიდვას, ჩვენც ჩავატარეთ ყვითელ ყვავილზე, ასევე სურსათის უვნებლობის სამსახურმაც. ზოგადად, ტყვიის ოდენობა 5მგ-ზე მეტი არ უნდა იყოს, ჩვენს შემთხევვაში კი 0, 05 მგ -ია.

– იმპორტის დროს თუ გაქვთ შესაბამისი სერტიფიკატები, დოკუმენტები, რაც მის მაღალ ხარისხს დაადასტურებს

– იმპროტისას ყველა დოკუმეტაცია მოყვება პროდუქტს, რაც საქართველოს კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. ეს არის იმ ქვეყნის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევები, ჯანმრთელობის კვლევები, ადგილზე კომპანიის მიერ ხდება შემოწმება.ჩვენ ადგილზე ვყიდულობთ: ყვითელ ყვავილს, ქინძის მარცვალს და ქონდარს.

თქვენ თვითონ თუ ჩაგიტარებიათ ლაბორატორიული კვლევები სუნელების უსაფრთხოებაზე, ტყვიის შემცველობაზე (როგორც ვიცი კი და გაქვთ კიდეც ამ მიმართულებით შესაბამისი დასკვნები)

– 72 კვლევა გვაქვს სულ ჩატარებული, სურსათს 100-მდე, ჩვენ ტყვიის შემცველობაზე ნათაძის სახელობის საგამოცდო ლაბორატორიაში , თითქმის ყველა სუნელზე ჩატარდა.

რამდენი დასახელების სუნელი შემოგაქვთ ამ დროისთვის და სად შეუძლია მომხმარებელს მათი შეძენა

– 80 დასახელების სუნელის რეალიზაციას ახდენს, სუნელის რეალიზაციას გუდვილში, კარფურში, აგროჰაბში ვახდენთ, ასევე რეგიონებში ჩვენი ფილიალები გვაქვს, მოკლედ საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ შეძენა, ამ დროისთვის უკვე 7000-მდე მომხმარებელი გვყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები