LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

JYSK უკვე 4 წლისაა – მომხმარებელს გრანდიოზული ფასდაკლებები და ნამდვილი დღესასწაული ელის

34
ფ

JYSK უკვე 4 წლისაა! მხოლოდ 4 დღით, 18-დან 21 სექტემბრის ჩათვლით, საცალო ვაჭრობის სკანდინავიური ბრენდი მომხმარებელს გრანდიოზულ ფასდაკლებებს და ნამდვილ დღესასწაულს სთავაზობს. კერძოდ: 50%-იანი ფასდაკლება სრულ საზაფხულო ავეჯსა და აქსესუარებზე, 50%-მდე ფასდაკლება ყველაზე მოთხოვნად კოლექციაზე, -30% თეთრეულზე და საბან-ბალიშზე, 20%-30%-მდე ავეჯის სრულ ასორტიმენტზე. ონლაინ შეძენის შემთხვევაში კი მომხმარებელი ისარგებლებს უფასო მიწოდების სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით.

JYSK-ის მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე „ბიზნენიუსის“ ეთერში JYSK-ის მარკეტინგის მენეჯერმა სოფო შავკაციშვილმა ისაუბრა.

-როგორც ცნობილია, მარშალ გელოვანზე მდებარე ფილიალი, სხვა მისამართზე გადავიდა. რატომ შეიცვალა ადგილმდებარეობა და სად განთავსდა?

ჩვენი მაღაზია კიდევ უფრო გაფართოვდა, ამიტომ, გადავიდა ახალ მისამართზე, რომელიც ძალიან ახლოს არის ძველ მისამართთან – ეს გახლავთ აღმაშენებლის ხეივნის 10 ნომერი.

-ამ ეტაპზე რამდენ ფილიალს მოიცავთ, სად არის ეს მაღაზიები წარმოდგენილი და რამდენ ადამიანს ასაქმებთ?

ამჟამად, ვფლობთ 6 ფილიალს, აქედან 5 მაღაზია გვაქვს თბილისში, 1 კი – ბათუმში. რაც შეეხება დასაქმებულებს, 160 ადამიანზე მეტი გვყავს ჯამში დასაქმებული ჩვენს მაღაზიათა ქსელში.

-ხომ არ მოგიწიათ პანდემიის გამო კადრების შემცირება, რომელიმე ფილიალის დახურვა?

საბედნიეროდ არც ერთი ფილიალი არ დაგვიხურავს და შესაბამისად, კადრების შემცირებაც არ მოგვიხდა. ჩვენ კარანტინის პერიოდში გვქონდა ონლაინ გაყიდვები, რამაც, ასე თუ ისე, ჩვენი კომპანია სერიოზულ ზარალს გადაარჩინა. რაც შეეხება ამჟამინდელ საქმიანობას – ჩვენს მაღაზიებში საჭირო რეგულაციები უმაღლეს დონეზეა დაცული. ცალკე ჯგუფი გვყავს გამოყოფილი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების ზომების დაცვას, ამიტომ, როგორც ჩვენი თანამშრომლების, ისე მომხმარებლების ჯანმრთელობა აბსოლუტურად დაცულია.

-რაც შეეხება იუბილეს – უკვე რამდენ წელს ითვლის „იუსკი“ საქართველოში და რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ამ კომპანიის საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში?

JYSK-ის პირველი მაღაზია 2016 წელს გაიხსნა საქართველოში და შესაბამისად, 4 წლის იუბილეს ვზეიმობთ. ის ფაქტი, რომ უკვე 6 ფილიალი გვაქვს, მეტყელებს იმაზე, რომ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა JYSK-ის საქმიანობა ქართულ ბაზარზე და კიდევ ვაპირებთ გაფართოებას. მიუხედავად პანდემიისა, მომავალ წელს ვგეგმავთ ახალი მაღაზიების გახსნას არამარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც.

იუბილეს რაც ეხება – ის უკვე დაიწყო დღეიდან, ანუ 18 სექტემბრიდან და გაგრძელდება 21 სექტემბრის ჩათვლით. მომხმარებლებისთვის, სწორედ ამ დღეებში, განსაკუთრებული შეთავაზებები გვექნება. ამასთან, მინდა აღვინოშნო, რომ JYSK საზოგადოების მიმართ, პანდემიის პირობებში, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს და ისეთ მომხმარებლებს, რომლებიც არიან რისკ ჯგუფში და ვერ ახერხებენ გარეთ გამოსვლას და შოპინგს, სთავაზობს სახლში უფასო მიწოდების სერვისს, JYSK-ს ონლაინ მაღაზიაში შოპინგის შემთხვევაში.

-რითია „იუსკი“ ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან გამორჩეული?

მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად JYSK-ის ანალოგი მაღაზია საქართველოში არ არის, სადაც აბსოლუტურად ყველაფერია სახლისთვის, როგორც ავეჯი, ისე წვრილმანი ნივთები. პირდაპირი კონკურენტები არ გვყავს, მაგრამ მათგან, ვინც მეტ-ნაკლებად ჩვენს სეგმენტში საქმიანობს, გამორჩეულები ვართ ხარისხით, გამოკვეთილად სკანდინავიური დიზაინით და ფასებით, რომელიც მართლა ყველასთვის ხელმისაწვდომია. როგორც აღმოჩნდა, ქართველ მომხმარებელს ძალიან მოსწონს სკანდინავიური დიზაინი და ძალიან დიდი მოთხოვნაა.

-რამდენი დასახელების და რა ტიპის პროდუქციაა თავმოყრილი „იუსკის“ ქსელში და თუ ხდება მუდმივად პროდუქციის გამრავალფეროვნება?

როგორც უკვე გითხარით, უამრავი დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილი JYSK-ის მაღაზიათა ქსელში: ავეჯი, ტექსტილი, საოჯახო დეკორაცია, სამზარეულოს აქსესუარები და სხვა… ჩვენი კოლექცია ახლდება ყოველ 2 კვირაში ერთხელ. ამჟამად JYSK-ის საწყობი არის 3 ქვეყანაში: დანია, ბულგარეთი და პოლონეთი – სწორედ ამ ქვეყნებიდან ვახორციელებთ პროდუქციის იმპორტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები