LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარატი“ – ბაზარზე გამოჩნდა კომპანია, რომელიც ფალსიფიცირებული ოქროს შესყიდვისგან დაგიცავთ

34
119422837-185401779834440-3976919192444095068-n

„კარატი“ ქართულ ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, თუმცა კომპანიას უკვე კარგად აქვს გაანალიზებული, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია საზოგადოებისთვის. „კარატში“ გაქვთ შესაძლებლობა, გაყიდოთ ძვირფასი ლითონები: ოქრო, ვერცხლი, პლატინა და პალადიუმი ყველაზე ხელსაყრელ ფასად, რომელიც განისაზღვრება საერთაშორისო ბაზარზე არსებული ლითონის კურსის მიხედვით. ამასთან, შეამოწმოთ ძვირფასი ლითონი ობიექტურ ექსპერტთან 99,8%-იანი სიზუსტით, ყველაზე ზუსტი მაქანიზმის – XRF (რენტგენის ფლუორესცენტის) ანალიზატორის გამოყენებით, რომელიც არ აზიანებს ლითონს და მიიღოთ შეფასების დამადასტურებელი საბუთი.

„კარატის“ საქმიანობასა და მის სამომავლო გეგმებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში, მისმა დამფუძნებელმა და დირექტორმა ავთანდილ იოსებაძემ ისაუბრა.

– როდიდან გამოჩნდა ლაბორატორია „კარატი“ ქართულ ბაზარზე და რას მოიცავს მისი საქმიანობა?

„კარატი“ დაარსდა 2020 წლის დასაწყისში. ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს XRF ტექნოლოგიის გამოყენებით ძვირფასი ლითონების: ოქროს, ვერცხლის, პლატინისა და პალადიუმის ექსპერტიზას და ყიდვა-გაყიდვას. აღნიშნული XRF ტექნოლოგია აღიარებულია მსოფლიოში წამყვანი ლაბორატორიების მიერ. ის შესაძლებლობას იძლევა, ძვირფასი ლითონის შემადგენლობა დადგინდეს 99,8%-იანი სიზუსტით, რისთვისაც ჩვენ გაგვაჩნია უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ვართ პირველები აღნიშნულ სფეროში.

– როგორც გაჩნდა ამ ტიპის კომპანიის დაარსების იდეა?

იდეა გაჩნდა 2019 წელს, როდესაც ჩვენ გვსურდა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ძვირფასი ლითონის სინჯის დადგენა და ასევე გვაინტერესებდა საქართველოში ფასების სტატისტიკა. როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ბაზარზე ამ ტიპის სერვისები არ იყო და არც არსებობდა რაიმე სახის ონლაინ პლატფორმა, სადაც შეიძლებოდა საჭირო ინფორმაციის მოძიება, გადავწყვიტეთ, მოგვეძიებინა უახლესი ტექნოლოგიები, რაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება, ჩამოგვეტანა ისინი საქართველოში და შეგვეთავაზებინა ქართველი მომხმარებლისთვის.

– რა სარგებელს მიიღებს მომხმარებელი „კარატის“ დაარსებით?

ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს, კომფორტულ გარემოში მიიღოს მისთვის სასურველი მომსახურება. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ კომპანიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებაზე, რათა ჩვენმა მომხმარებელმა მიიღოს მაღალი ხარისხის სერვისი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს.

კარატის დაარსებამდე ადამიანები უამრავ პრობლემას აწყდებოდნენ ბაზარზე: ექსპერტების მიერ გამოყენებული მეთოდი ნაკეთობებისა და ძვირფასი ლითონების: ოქროს, ვერცხლის, პლატინისა და პალადიუმის სინჯის დასადგენად არ იყო ზუსტი, შესაბამისად, მომხმარებელი არ იყო დაცული ფალსიფიცირებული ოქროს შესყიდვისაგან. არასწორად დადგენილი სინჯი იწვევდა არასწორ ფასდადებას, რა დროსაც ზარალდებოდა მომხმარებელი. გარდა ამისა, ექსპერტების მიერ გამოყენებული მეთოდი სინჯის დასადგენად ხშირად თავად ნაკეთობასაც აზიანებდა. ამასთან, ძვირფასი ლითონების შესყიდვისა თუ გაყიდვისას ფასები სწრაფად იცვლებოდა, რაც დამოკიდებული იყო გამყიდველი, თუ ჩამბარებელი ორგანიზაციის პირად ინტერესებზე; ძვირფასი ლითონების გაყიდვის და ჩაბარების დროს მომხმარებელს ხვდებოდა არასასიამოვნო და არაკომფორტული გარემო – სწორედ არსებული პრობლემებიდან გამომდინარე გაჩნდა იდეა, შექმნილიყო კომპანია, რომელიც აღმოფხვრიდა ამ უსიამოვნებებსა და პრობლემებს, ხოლო მომხმარებლისთვის საუკეთესო არჩევანის შეთავაზებას მოახერხებდა.

– თუ წარმოვიდა უკვე დაინტერესება საზოგადოების მხრიდან?

მიუხედავად დღეისათვის არსებული ასეთი რთული სიტუაციისა, რაც პანდემიამ გამოიწვია, დაინტერესება საკმაოდ მაღალია, რასაც ნამდვილად არ ველოდით.

– ბაზარზე კონკურენტები გყავთ?

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნულ ტექნოლოგიას დღეს ქართულ ბაზარზე არავინ არ გამოიყენებს და შესაბამისად, კონკურენტები არ გვყავს.

– სად არის წარმოდგენილი „კარატი“ დღეს და რამდენ ადამიანს ასაქმებს?

დღეისათვის ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი სერვისცენტრი, რომელიც მდებარეობს თბილისში, მიხეილ წინამძღვრიშვილის 166 ნომერში, თუმცა მომავალი წლისთვის ვგეგმავთ სერვისცენტრების დამატებას ბათუმსა და ქუთაისში. რაც შეეხება დასაქმებულებს, დღეს დასაქმებული გვყავს 4 ექსპერტი, რომლებიც დატრენინგებულნი არიან საერთაშორისო სტანდარტებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები