LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კარგად გადაამოწმონ, ვიდრე თანხებს გადარიცხავენ” – რა პრობლემები შეექმნათ კორპუსის მობინადრეებს და რა რჩევებს მიიღებთ იურისტისგან

7
lomidze

რა ხდება სამშენებლო ბაზარზე, რატომ დაავალდებულა ერთ-ერთმა კომპანიამ მოქალაქეები, რომ დამატებითი თანხა გადაეხადათ, რისთვის გადაიხადეს და სად დაინახეს იურისტებმა თაღლითობის ნიშნები, რა უნდა იცოდეთ, როცა ბინა უკვე ნაყიდი გაქვთ და მშენებელი დამატებით გთხოვთ თანხის გადახდას, რასაც ხელშეკრულება არ ითვალისწინებს, რა რჩევებს გაძლევთ იურისტი, “სი ელ ესის” მმართველი პარტნიორი ეკა ლომიძეა გადაცემის – “კანონის ფარგლებში” სტუმარი.

რას ეხება ეს ერთი კონკრეტული საქმე და რამდენად ხშირად მოგმართავენ მოქალაქეები ამ პრობლემით 

– ეს არ არის მხოლოდ ერთ კონკრეტული საქმე, როცა სამშენებლო კომპანია გაუთვალისწინებელ თანხებს სთხოვენ მობინადრეებს, რაც საბოლოოდ დაანონსებულ საქმეს არ ხმარდება. მე არ დავასახელებ კომპანიას, ამ საქმეზე პროკურატურაში გვქონდა შეტანილი სარჩელი. სამწუხაროდ, პროკურატურამ ვერ დაინახა აქ დანაშაულის ნიშნები. კომპანიის წარმომადგენელი როცა ამ შემთხვევაში, აბონირების სანაცვლლოდ, ისეთ თანხებს ითხოვს, რაც ხელშეკრულებით არაა გათვალისწინებული, სანაცვლოდ ჰპირდება კონკრეტული სამუშაოების შესრულებას და არ ასრულებს, ეს ნიშნავს, რომ თავიდანვე იცოდნენ, ეს სამუშაო ვერ შესრულდებოდა. ეს ის შემთხვევაა, როცა იცოდნენ კომპანიის წარმომადგენლებმა. ცუდი ფაქტები დაფიქსირდა, რომ პროკურატურა ვერ ხედავს დანაშაულის ნიშნებს და სამოქალაქო მიმართულებით ამისამართებს. ძალიან ცუდი იქნება, თუ ასეთ ტენდენცია წავიდა. ეს წაახალისებს კომპანიების წარმომადგენლებს

– ანუ ახლა სიტუაცია არის ასეთი, რომ დიდ ნაწილს ჩარიცხული აქვს, ნაწილს არ ჩაურიცხავს, ანუ ვინც უკვე გადაიხადა თანხა, რა შანსები არსებობს , რომ უკან დაიბრუნონ

– ასეთ შემთხვევაში არსებობს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება და ასეც მოვიქცევით და დავასაბუთებთ. კომპანიის წარმომადგენელი როცა ჰპირდები მოქალაქეებს, რომ ინდივიდუალურად მოახდენენ საჭიროებების დაკმაყოფილებას და არ აკეთებ ან ვერ აკეთებ, ვაპირებთ, რომ გავასაჩივროთ. მე ვურჩევ მოქალაქეებს, თუ მსგავსი ტიპის მოქმედებებს ექნება ადგილი, ჯერ ერთი ასე თანხა არ ჩაურიცხონ, შეიძლება მერე კიდევ თავიდან მოუწიოთ გადახდა. ჩვენ და მობინადრეები არ გავჩერდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ამ კომპანიამ აგოს პასუხი დანაშაულისთვის. მე ვურჩევდი ყველას, კარგად გადაამოწმონ, ვიდრე თანხებს გადარიცხავენ, რა ბერკეტები აქვს კომპანიას, რომ ეს კონკრეტული ვალდებულება შეასრულოს.

კონტაქტი ვერ შედგა კომპანიასთან ? 

–  საგამოძიებო ორგანოების მიერ კონტაქტი შედგა, გაესაუბრნენ, გამოძიებისთვის საკმარისი აღმოჩნდა მათი სიტყვები, რომ არ აპირებდნენ წინასწარ განზრახ ამ ქმედებას. სამართალში რთულია დაადგინო, განზრახვა იყო თუ ვალდებულებების შეუსრულებლობა, მაგრამ აქ აშკარად იკვეთება ამის ნიშნები. გარდა იმისა, რომ კორპუსიც კი დაუსრულებელია, ხელმეორედ უწევთ აბონირების თანხის გადახდა. ათობით ადამიანი არის მოტყუებული. ეს არის უკვე სისტემური პრობლემა, რომელიც რეაგირების გარეშე არ უნდა დავტოვოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები