LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არაჩვეულებრივი სიმღერა ქეთი გაბისიანს ეკუთვნის” – ნეკა სებისკვერაძე და დათო ნოზაძე პრემიერით ,,ფორტუნაში”

18
artfm-neksbskvrdzensws

გადაცემის ლაივი LIVE

25 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ნეკა სებისკვერაძე და დათო ნოზაძე სტუმრობდნენ ახალი სიმღერის „ხომ არ გიტირია“ პრემიერით.

– დათო, ვის ეკუთვნის სიმღერის შექმნის იდეა?

– არაჩვეულებრივი სიმღერა ქეთი გაბისიანს ეკუთვნის. ლექსი გია ქიქავამ დაწერა, არანჟირებაზე კი, ნინო გულიაშვილმა იზრუნა. ძალიან მიხარია, რომ მსმენელმა სიმღერა მოიწონა და პოპულარობაც სწრაფად მოიპოვა.

– დიდი ხანია თანამშრომლობთ ნეკასთან. რატომ გადაწყვიტეთ დუეტის შექმნა?

– არ ვიცი, ალბათ კარგად გამოგვდის ერთად სიმღერა. საერთო პროგრამა გავაკეთეთ და რამდენიმე კონცერტიც გავმართეთ. ძალიან კარგი იდეები და სამომომავლო გეგმები გვაქვს, ასე რომ, დაშლას ნამდვილად არ ვაპირებთ.

– ნეკა, რატომ გადაწყვიტეთ ახალი სიმღერის სწორედ დათოსთან ერთად ჩაწერა?

– ძალიან საინტერესო პროგრამა გვაქვს, თუმცა სპეციალურად ჩვენთვის დაწერილი კომპოზიციებით მაინც ვერ დავიკვეხნით, რადგან მეტწილად ძველი თაობის კომპაზიტორების სიმღერებს ვასრულებთ და ძალიან გვსიამოვნებს, როცა თანამედროვე ავტორები გვთავაზობენ საკუთარ ნამუშევრებს. მართალია, „ხომ არ გიტირია“ წლების წინ შეიქმნა, მაგრამ სცენაზე არასდროს გაჟრერებულა და სწორედ ჩვენ გვხვდა წილად მისი საპრემიერო შესრულება ქეთის შემოქმედებით საღამოზე.

– ერთობლივი ალბომის გამოშვებას ხომ არ გეგმავთ?

– რამდენიმე ახალ სიმღერაზე ვმუშაობთ, ამიტომ არც ალბომის ჩაწერაა გამორიცხული.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– მაისის თვეში საქართველოს საელჩოს მიწვევით ჩეხეთში გავმართავთ კონცერტს, რომელშიც „შვიდკაცა“ და ნინო გულიაშვილიც მიიღებენ მონაწილეობას. მანამდე კი, დამოუკიდებელ პროექტებს წარმოვადგენთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები