,,კლიპი ნაწილობრივ ამერიკაში, ნაწილობრივ საქართველოშია გადაღებული" - ქრისტი შუშაძე პრემიერით ,,არტ-FM"-ში

გადაცემის ლაივი LIVE

1 ივნისს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ,,არტ-FM” მომღერალი ქრისტი შუშაძე სტუმრობდა ახალი სიმღერის ,,შენთან მინდა” პრემიერით.

– ქრისტი, რა სიახლეებით გაახარებ თაყვანისმცემელს?

– ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში პროექტში “მხოლოდ ქართული” მონაწილეობის შემდეგ. პირველ რიგში, უამრავი მეგობარი შევიძინე, გავთხოვდი და არაჩვეულებრივი გოგონა შემეძინა, რომელსაც უამრავი დრო, ენერგია სჭირდება, ამიტომ დროებით უარი ვთქვი ჩემს პროფესიაზე. მართალია, ბიზნესში მოვსინჯე შესაძლებლობები და სალონი გავხსენი, მაგარამ პანდემიამ მისი დახურვა მაიძულა. სულ ცოტა ხნის წინ ისევ მუსიკას დავუბრუნდი და ახალი სიმღერა ჩავწერე.

– ვინ დაგეხმარა ახალი კომპოზიციის ჩაწერაში?

– სიმღერის ტექსტი ირინა სანიკიძეს და მასტერს, მუსიკა კი, ლილიკო ნემსაძეს ეკუთვნის, რომელიც დიდი ხნის წინ შემპირდა სპეციალურად ჩემთვის სიმღერის დაწერას და სწორედ ახლა შევახსენე. არანჟირებაზე ბორიკო შხიანმა იმუშავა, ჩაწერაში კი, “ბრავო-რეკორდსი” დამეხმარა. კლიპი ნაწილობრივ ამერიკაში, ნაწილობრივ საქართველოშია გადაღებული, თუმცა რამდენიმე ეპიზოდი კიდევ დაგვრჩა გადასაღები. ჯერჯერობით სიურპრიზად დავტოვებ, თუმცა ვიტყვი, რომ ვიდეოში ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ქართველი მსახიობი მონაწილეობს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა და მსმენელსაც ძალიან მოეწონება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი