LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,კლიპს ჩემს საყვარელ ბათუმში ვიღებთ” – ლაშა ღლონტი გადაცემაში „არტ-FM“

6
lashaglontiartfmgst

11 აგვისტოს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ლაშა ღლონტი სტუმრობდა, რომელმაც მასშტაბურ ტურნესა და ახალ კლიპზე ისაუბრა.

– ლაშა, როგორ ჩაიარა კონცერტმა ბათუმში?

– მართალია, პანდემიამდე დაგეგმილი ყველა კონცერტის გადადება მომოწია, მაგრამ სწორედ ახლა ვაწყობ ტურნეს მეგობრებთან ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით. ძალიან მიყვარს რეგიონებში მოგზაურობა და ადგილობრივებთან შეხვედრა, რამდენიმე დღით თბილისში ჩამოვედი, თუმცა მალე ისევ უკან მივდივარ.

– როგორ მიმდინარეობს კლიპის გადაღება?

– კლიპს ჩემს საყვარელ ბათუმში ვიღებთ. ვფიქრობ, საინტერესო ვიდეო გამოვა, რადგან ჩემი რეპერტუარისთვის ნაკლებად ჩვეულ სიმღერაზე იქმნება. აქამდე მეტწილად ნაღვლიან კომპოზიციებს ვასრულებდი, ახალი სიმღერა კი, ძალიან ხალისიანი გამოვიდა. მართლაც მძიმე პერიოდი გამოვიარეთ, სერიოზული სტრესი გადავიტანეთ და მეც ოპტიმისტური სიმღერის ჩაწერა გადავწყვიტე, რათა ცოტათი მაინც გავახალისო და გავუუმჯობესო მოსახლეობას დამძიმებული განწყობა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები