LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კომპანიები, ფაქტობრივად, ატყუებდნენ დასაქმებულებს“ – იურისტის რჩევები კორონაპანდემიით დასაქმებულებს

8
giorgi 1

კორონაპანდემიის პერიოდში უმუშევრად დარჩენილების უფლებებზე ჩვენ წინა გადაცემებში უკვე ვისაუბრეთ. ახლაც იმავე ხაზს გავაგრძელებთ, რადგან როგორც აღმოჩნდა, კომპანიებმა მოძებნეს გზა, როგორ არ გადაუხადონ ადამიანებს არც ხელფასი და არც კომპენსაცია. ამ თემებზე იურისტი გიორგი ცობეხია მაია მამულაშვილის გადაცემაში ,,კანონის ფარგლებში” საუბრობს.

– რას ნიშნავს, როცა კომპანია არც სამსახურიდან უშვებს თანამშრომელს ოფიციალურად, არც ხელფასს უხდის, არც კომპენსაციას?

– პანდემიამ ბუნებრივია შრომითი ბაზარი და არა მხოლოდ ეს მიმართულება, ახალი რეალობის წინაშე დააყენა. მოუწიათ ფინანსური პოლიტიკის გადახედვა, რაც ხშირად დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებით ვლინდება. ამ ვითარებაში კომპანიებმა გაითვალისწინეს ქართული კანონმდებლობის მიდგომები, რომლითაც დათხოვნა კომპენსაციებს ითვალისწინებს, მაგრამ ზოგიერთი დამსაქმებელი შეეცადა, გვერდი აევლო კანონმდებლობისთვის. დაიწყეს არაანაზღაურებადი შვებულების გაფორმება – ანუ შრომითი ურთიერთობის შეჩერება, რა დროსაც არც ხელფასს უხდი და არც კომპენსაციას. დასაქმებული ორმაგად ცუდ მდგომარეობაშია, ის სხვაგანაც ვერ ნახულობს სამსახურს

– ამის უფლება აქვს დამსაქმებელს? რა წერია კანონში, ასე უსასრულოდ შეიძლება იყო უხელფასო შვებულებაში ?

– არაანაზღაურებადი შვებულება ეს არის ორმხრივი მდგომარეობა. მინიმუმ 15 დღიანია, მაგრამ როცა გრძელდება, ეს ორმხივი შეთანხმების საფუძველზე ხდება. დამსაქმებლები ატყუებდნენ რეალურად თანამშრომლებს, რომ შეგვიძლია ეს გავაგრძელოთ მაგ. ერთი წელი. ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ აი, ხომ არ გიშვებთ სამსახურიდან, ხელფასს ვერ გიხდით, მაგრამ ადგილს გინარჩუნებთ. დასაქმებულები იმის შიშით, რომ ესეც არ დავკარგოთ, თანხმდებოდნენ. ეს უკვე სიტუაციას ართულებს.

– თქვენ რა ქეისები გქონდათ და როგორ დასრულდა სასამართლო პროცესი

– როცა პირველად ამ შინაარსის წერილი მივიღეთ, დავიწყეთ დასაქმებულის ინტერესების დაცვა. სასამართლომ ჩვენი პოზიცია სრულად გაიზიარა. მოსამართლის განმარტებით, მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერების პრინციპი ასეთ დროს, რომელიც დამსაქმებლებმა არ დაიცვას. დაადგინა, რომ ეს იყო ფაქტობრივად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და დააკისრა კომპენსაცია

– ეს დამატებით ჯარიმას, სანქციას არ ითვალისწინებს ?

– ასეთ დროს კანონის მიხედვით, მხოლოდ კომპენსაციას ითალისწინებს. მნიშვნელოვანია ერთი დეტალი – მასობრივი დათხოვნა. რადგან ქვეყანაში ასეთი პრეცედენტები არსებობს, აქ სხვა კრიტერიუმებია. კანონის მიხედვით, დამსაქმებლებს აქვთ ვალდებულება, რომ უწყებას უნდა აცნობენ ამის შესახებ, ანუ სამინისტროს. ამას , როგორც წესი, კომპანიები არ აკეთებენ ხოლმე.

– რას ურჩევთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც შეიძლება ხვალ, ზეგ ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. ანუ არ მოაწერონ ხელი ასეთ შეთანხმებას ?

– პირველ რიგში იურისტებს მიმართონ კონსულტაციებისთვის. ჩვენ შედეგს მივაღწიეთ იმიტომ რომ სახეზე იყო ფაქტობრივად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ეს საკითხი და იურისტების გარეშე არ უნდა გადადგან ნაბიჯი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები