LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორპორაციული ქოუჩინგის მნიშვნელობა – FM ქოუჩი

7
coichshow

გადაცემის ლაივი LIVE

რას გულისხმობს კორპორაციული ქოუჩინგი, რა სჭირდება კომპანიას და რას უნდა მიაქციოს ყურადღება მენეჯმენტმა – ამ და სხვა თემებზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ ქოუჩმა ეკატერინე ბაბუნაშვილმა ისაუბრა.

რას გულისხმობს კორპორაციული ქოუჩინგი?

თანამედროვე ბიზნეს სამყაროში პროფესიული და პიროვნული განვითარება  ფეხდაფეხ მიუყვება ერთმანეთს. ლიდერობის განვითარება სწორედ ამ ორის სინერგიას წარმოადგენს. 21 საუკუნის ლიდერს სჭირდება იყოს ემპათიური, დაუშვას შეცდომები, ჰქონდეს ხედვა და, ამასთანავე, მუდმივად მზად იყოს ცვლილებებისათვის. დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროს ვერ ავუწყობთ ფეხს თუ არ შევდექით უწყვეტი განვითარების გზაზე. აქ კი მნიშვნელოვანია გვერდით გვყავდეს პარტნიორი, ვინც ერთგვარი სარკის როლს შეასრულებს, იფიქრებს ჩვენთან ერთად და შეგვიქმნის სივრცეს, სადაც ბოლომდე გულახდილები ვიქნებით ჩვენს თავთან. ასეთი პროფესიონალი პარტნიორი არის ქოუჩი.

კორპორატიულ სამყაროში საკმაოდ გავრცელებულია „CEO მარტოობის“ ფენომენი. უმეტესობა მმართველებისა საკუთარი თავისგან მოელის, რომ დღევანდელ მზარდ გამოწვევებს მარტო უნდა გაუმკლავდეს, რაც ხდება კიდეც CEO მარტოობის მიზეზი. ეს ფენომენი კი Harvard Business Review-ს მიხედვით 61%-ით ამცირებს ხელმძღვანელის ეფექტიანობას.

CEO მარტოობა განპირობებულია შემდეგით: მზარდი პასუხისმგებლობა; ხელმძღვანელს არავინ ყავს ისეთი, ვისაც გაუზიარებს თავის წარმატებას თუ წარუმატებლობას, ვინც მოეხმარება საკუთარ თავთან ბრეისთორმინგსა და ახლებური გზების ძიებაში.

ყველაზე ხშირად, პროფესიულ დახმარებას ხელმძღვანელები არ მიმართავენ იმ მიზეზით, რომ არ გამოჩნდნენ „სუსტები“. შედეგად კი სტრესი და მოწყვლადობა მატულობს.

რამდენად მნიშვნელოვანია წიაობა და გაზიარება?

საინტერესოა, რომ გასული საუკუნის ბოლო ათწლეულს პიროვნული განვითარების ლიტერატურაში სჭარბობდა წარმატების ისტორიები. წარმატებისა და გამარჯვების შესახებ ერთი ხუმრობით ნათქვამი ფრაზაც კი მახსოვს: სუპერ წარმატებული მეწარმე მანჰეტენიდან რჩევებს აძლევს მეწარმეებს განვითარებად მსოფლიოში, როგორ უნდა მოიქცნენო. ხუმრობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ამგვარი რჩევები ყოველთვის არ მუშაობს, ვინაიდან ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სოციალური თუ ეკონომიკური გარემო, რესურსები, შინაგანი მოტივაცია და გვჭირდება ჩვენეული წარმატების ალგორითმები. რაც მუშაობს, ესაა ინდივიდუალური მიდგომა და ღიაობა როგორც წარმატებაში, ისე წარუმატებლობის გაზიარებისას, ვინაიდან ამგვარი გაზიარებისას ჩვენ ვგრძნობთ, რომ ყველა „ერთ ნავში“ ვართ. ბოლო ათწლეულის ტენდენციად კი მოგვევლინა ლექციები, TED გამოსვლები, პიროვნული განვითარების ლიტერატურა წარუმატებლობის გაკვეთილებსა და მოწყვლადობაზე.

თვითცნობიერების მაღალი უნარი ლიდერებში…

ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) მონაცემებით მზარდია მოთხოვნა კორპორაციულ ქოუჩინგზე. ქოუჩინგი არ აძლევს რჩევებს, თუმცა ქოუჩი და კლიენტი მენეჯერი ერთად ქმნიან უსაფრთხო სივრცეს დიალოგის სახით, სადაც კლიენტის თვითცნობიერება მაღლდება შინაგანი რესურსების, ძლიერი მხარეებისა და მოწყვლადობის გააზრებით. აღნიშნული აისახება ლიდერის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ თვითმართვასა და, შესაბამისად, მაღალ შედეგებზე.

ამერიკელი ფსიქოლოგისა და მეცნიერის თაშა ეურიხის 2019 წლის კვლევის შედეგად, მხოლოდ 10-15%-ს ლიდერების აქვს თვითცნობიერების მაღალი უნარი, ხოლო თვითცნობიერების განვითარების გზაზე მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია ის მოსაზრება, რომ უკვე საკმარისად შევისწავლეთ ჩვენი თავი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები