LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები და მისი მკურნალობის ეფექტური მეთოდები – გასტროენტეროლოგი გოჩა ბარბაქაძე

21
gocha-barbaqadze

3 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კლინიკა „ენმედიცის“ პროფესორი, გასტროენტეროლოგი გოჩა ბარბაქაძე სტუმრობდა, რომელმაც კუჭ-ნაწლავის წყლულოვან დაავადებასა და მისი მკურნალობის ეფექტურ მეთოდზე ისაუბრა.

– ბატონო გოჩა, კუჭ-ნაწლავის წყლულოვან დაავადებას განსაკუთრებით გაზაფხულზე ახასიათებს გამწვავება. საინტერესოა, რას წარმოადგენს დაავადება და რატომ მძიმდება სწორედ გაზაფხულზე?

– კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება მართლაც სეზონურია და მეტწილად გაზაფხულზე ან შემოდგომაზე მწვავდება. ზოგადად, წლულოვანი დაადადება  პოლიეტოლოგიური დაავადებაა, რომლის წარმოქმნას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, თუმცა უმთავრესი მაინც ბაქტერია ჰელიკობაქტერ პილორია, რომელიც 1983 წელს აღმოაჩინეს ავსტრალილელმა მეცნიერებმა და ნობელის პრემიაც დაიმსახურეს. მართალია, ვირუსული ინფექციების აფეთქება ზამთრის სეზონს ემთხვევა, მაგრამ ჰელიკობაქტერ პილორიას გააქტიურება სწორედ გაზაფხულსა და შემოდგომაზე შეიმჩნევა, რასაც მეცნიერთა ნაწილი მეტეოროლოგიური პირობების ცვლილებით ხსნის. აღსანიშნავია, რომ ბაქტერიის  მატარებელი მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანია, ამიტომ ნებისმიერი, ვისაც ტკივილები აქვს მუცლის შუა ნაწილში, აწუხებს გულძმარვა და ბოყინი, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეხვდს გაზაფხულს, მიმართოს ექიმს და ჩაიტაროს გამოკვლევა, რომლის მთავარი მიზანი სწორედ ჰელიკობაქტერ პილორის გამოვლენაა.

– როგორ ხდება ჰელიკობაქტერ პილორის დიაგნოსტირება?

– არსებობს დიაგნოსტირების მრავალი მეთოდი, თუმცა ყველაზე გავრცელებული მაინც სუნთქვითი ტესტი და ენდოსკოპია ანუ ზონდის გადაყლაპვაა, რომელიც საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის დათვალიერების, ბიოფსიის გაკეთების და დეფექტების აღმოჩენის საშუალებას იძლევა. წყლულოვანი დაავადება ღრმა დეფექტია, რომელიც არა მხოლოდ ლორწოვანას, არამედ ლორწქვეშა, კუნთოვან შრეებსაც მოცავს, ამიტომ გართულებებიც საკმაოდ მძიმე ახლავს. მას კი, ვისაც ე.წ. ზონდის გადაყლაპვა უჭირს, სისხლის ანალიზით შეუძლია ანტისხეულების განსაზღვრა.

– რამდენად გიწყობთ ხელს ეფექტურ მკურნალობაში დაავადების დროულად აღმოჩენა?

– რა თქმა უნდა, ნებისმიერ და განსაკუთრებით წყლულოვან დაავადებას სჭირდება დროული დიაგნოსტირებაა, რადგან ძალიან ღრმა დეფექტია და დაგვიანების შემთხვევაში გართულებებიც მძიმე ახასიათებს.

– საინტერესოა, როგორია წყლულოვანი დაავადების სიმპტომატიკა საწყის ეტაპზე?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ პაციენტთა უმრავლესობა მცენარეული პრეპარატებით მიმართავს თვითმკურნალობას, რაც ნაკლებად გამართლებულია. მართალია, ხალხური მედიცინა სასარგებლო და ძალიან საინტერესოა, მაგრამ წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ ნამდვილად არ გამოდგება. წყლულოვანი დაავადების ყველაზე გავრცელებულ სიმპტომად უზმოზე კუჭის ტკივილი ითვლება, რომელიც საკვების მიღებისთანავე ქრება, ანუ როცა დიდი ოდენობით გამოყოფილი წუჭის წვენი სწორედ წყლულოვან დეფექტს აღიზიანებს, საკვები კი, მეტ-ნაკლებად ამსუბუქებს ტკივილს. რა თქმა უნდა, ამგვარი მეთოდი ან თუნდაც მინერალური წყლის მიღება დაავადების მკურნალობას არ ნიშნავს, რადგან ის მხოლოდ დროებით აყუჩებს ტკივილს, დაავადება კი, ნელ-ნელა მძიმდება.

– ბევრი კუჭის ტკივილს სოდიანი წყლით მკურნალობს. რამდენად ეფექტურია ტუტით  მომატებული მჟავიანობის განეიტრალება?

– სამწუხაროდ, ტუტით მჟავიანობის განეიტრალება მხოლოდ მცირე დროით შეიძლება, სოდის სისტემატური მიღება კი, სერიოზული ზიანს აყენებს ორგანიზმს.

– კუჭ-ნაწლავის დაავადებებზე საუბრისას, არ შეიძლება არ შევეხოთ ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის პრობლემებს. საინტერესოა, რა შესაძლებლობები არსებობს ღვიძლის ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ და რამდენად ხელმისაწვდომია ამგვარი მკურნალობა საქართველოში?

– ნაღვლის ბუშტისგან განსხვავებით, ღვიძლს არ ახასიათებს ტკივილი, დაავადება უსიმპტომოდ ვითარდება, ამიტომ, ნებისმიერი, ვინც მარჯვენა ფერდქვეშ ან მუცლის არეში თუნდაც მცირე დისკომფორტს გრძნობს დაუყონებლივ უნდა მიმართოს ექიმს. აუცილებლად აღსანიშნავია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც C ჰეპატიტის ვირუსის მიმართ ანტისხეულების გამოვლენასაც ითვალისწინებს. ვფიქრობ, ნებისმიერმა უნდა ჩაიტაროს სკრინინგი, რადგან ღვიძლის დაავადებები უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ყოველთვის არსებობს დასნეულების რისკი. პირველადი ან მეორადი სიმსივნის შემთხვევაში, როცა ღვიძლი სხვა ორგანოდან გადასროლილი მეტასტაზებით ავადდება, მკურნალობის ყველაზე ეფექტურ საშუალებად – მოწვა ანუ მიკროტალღური აბლაციური მეთოდი ითვლება, რომლის წყალობით 5 დიამეტრის სიმსივნის დაძლევაც შეიძლება. მართალია, შედარებით რთულია, მაგრამ იგივე მეთოდი გამოიყენება ციროზის ფონზე განვითარებული ღვიძლ-უჯრედოვანი სიმსივნის სამკურნალოდაც.

– კლინიკა „ენმედიციში“ წარმატებით ხორციელდება საკვებთან ინტოლერანტობის ტესტი. რას გულისხმობს აღნიშნული ტესტი და ვისთვისაა პირველ რიგში რეკომენდირებული?

– უამრავი პაციენტი გვაკითხავს, ვინც წარმატებით იმკურნალა კუჭი ან ნაღვლისბუშტი, თუმცა მაინც დიარეას, შებერილობას, მსუბუქ ტკივილს უჩივის მუცლის არეში და ვერ ხვდება, რომ მისი მთავარი პრობლემა კონკრეტული საკვების აუტანლობაა, როცა ორგანიზმს გარკვეული ფერმენტები აკლია და უჭირს მიღებული საკვების მონელება. მეტწილად, პაციენტები ლაქტოზის ანუ რძის პროდუქტის და ფრუქტოზის ანუ ტკბილი ხილის აუტანლობას უჩივიან, თუმცა ხშირია ნიგვზის და არაქისის, კვერცხის, თევზის მიუღებლობაც და სწორედ კონკრეტული პროდუქტის მიმართ ანტისხეულების დადენაში გევხმარება ინტოლერანტობის ტესტი. საკმაოდ მარტივ – სუნთქვით ტესტს ითვალისწინებს ლაქტოზისა და ფრუქტოზის მიმართ აუტანლობის დადგენა, ზოგადად 245 პროდუქტის მიმართ ინტოლერანტობა კი, სისხლის ანალიზით დგინდება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები