LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა წურწუმიას „ციცინათელების“ ახალი ვერსიის პრემიერა „ფორტუნას“ ოთხივე რადიოსადგურში შედგა

351
lelamamulicha

ლელა წურწუმიას „ციცინათელების“ ახალი ვერსიის პრემიერა დღეს, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ოთხივე რადიოსადგურში შედგა. მომღერალი პროდიუსერთან, კახა მამულაშვილთან ერთად ესტუმრა „ფორტუნას“ და სიახლის შესახებ ისაუბრა.

ლელა წურწუმია:

„ამდენი წელიწადია, „ციცინათელების“ ვერსიამ, რომელიც „ბასტი ბუბუსთვის“ ჩაიწერა, ცოცხლობს, თავად სიმღერაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მამულიჩას იდეა იყო, რომ ის თავიდან ჩაგვეწერა და გადავწყვიტეთ, რომ ახალი ვერსია მიგვეცა სანდრო წურწუმიასთვის. ვერსიის შემდეგ მამულიჩამ მუსიკალური კლიპის გაკეთება გადაწყვიტა. მთლად ბოლომდე კლიპს ვერ დავარქმევ, მაგრამ დავურეკეთ ნესტან სინჯიკაშვილს, ჩამოვიდნენ ბათუმში და კლუბ „სოჰოში“ ჩემს კონცერტზე გაიმართა გადაღებები. გუშინ შედგა კლიპის პრემიერა. ამ ვიდეოსთვის შევიკერე სპეციალურად სამოსი, რომელიც ავთანდილ ცქვიტინიძეს ეკუთვნის. თუკი რამე ხდება ჩემს ცხოვრებასა და შემოქმედებაში, იქ ავთო ყოველთვის არის. დაცდაზეც არის. უნიჭიერესი ადამიანია, რაც მან შეძლო, ძალიან ცოტამ გააკეთა ზოგადად ამ ინდუსტრიაში. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც იმ კონცერტზე მობრძანდა…“

ლელა წურწუმია – ციცინათელა

ფოტოები …

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები