LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიდერმობილი – პირველი პირების ტრანსპორტი გადაცემაში ,,ავტოსთორი”

14
#be1931

რომელია მსოფლიოში ყველაზე რთული სამსახური? ალბათ რთული ან თითქმის აბსურდული იქნებოდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუმცა იყო პირველი პირი ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას, რაც ამასთანავე საკმაოდ პრესტიჟული და საამაყო საქმეა. ბოლოს და ბოლოს სახელმწიფოს მეთაურობა, პრემიერ მინისტრობა იქნება ეს, კანცლერობა, პრეზიდენტობა თუ სხვა რაიმე ანალოგიური თანამდებობა ერთ კონკრეტულ საქმეს მოიცავს – ქვეყნის მართვას, რაც მრავალ სხვა საქმეს აერთიანებს. ასეთ ტიტულოვან თანამდებობას კი შესაფერისი ავტომობილიც სჭირდება. თავდაცვითუნარიანობა, სიჩქარე, უსაფრთხოება და რასაკვირველია კომფორტიც. დღევანდელ პოდკასტში წარმოგიდგენთ მსოფლიო ლიდერების ავტომობილებს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გადაადგილებისთვის Mercedes S600 Pullman-ს იყენებს, რომელსაც არც ჯავშანი აკლია და არც კომფორტი.

ინგლისის პრემიერ მინისტრი კი ამ დროს უპირატესობას ტესლა როუდსტერს ანიჭებს.

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის მფლობელობაშია არაჩვეულებრივი 1967 წლის Corvette.

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი Audi A8-ს ანიჭებს უპირატესობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები