LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოტა კიდევ მოითმინე გულო“ – ცნობილი სიმღერის ახალი ვერსიის რადიოპრემიერა

„მარიკა კვალიაშვილის გენიალური სიმღერა „ცოტა კიდევ მოითმინე გულო“ – ეს ის ქართული სიმღერაა, რომელიც განსაკუთრებით და გამსხვავებულად მიყვარს. კიდევ რამდენიმე სიმღერაა, ასეთი, მაგრამ ეს განსაკუთრებულია.

დიდი ხანია ამ სიმღერას ჩემთვის ვღიღინებ. ვამბობდი, რომ ისეთი გენიალური მომღერლის სიმღერას, როგორიც ქალბატონი ნანი ბრეგვაძეა არ უნდა შეეხო. თუმცა, ამის უფლება საკუთარ თავს იმიტომ მივეცი, რომ ბევრმა მომღერალმა თავისებურად შეასრულა და მეც, მინდოდა მემღერა „ცოტა კიდევ მოითმინე გულო“, რომელიც როგორც გითხარით განსაკუთრებულად მიყვარს“.

არაჩვეულებრივი არანჟირება ეკუთვნის უნიჭიერეს და უსაყვარლეს ქალბატონს, ცირა ბზიშვილს, რომელიც თავად ქმნის არაჩვეულებრივ სიმღერებს“ – რადიო „ფორტუნას“ ლიკა დოლიძე ცნობილი სიმღერის ახალი ვერსიით ეწვია.

მომღერალმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სოლო სიმღერებზე აღარ ფიქრობს და მალე დათო აზირაშვილის სიმღერას, დასთან, სალომე დოლიძესთან და იმ ბენდთან ერთად შეასრულებს, რომელთან ერთადაც დები თითქმის ერთი თვეა მუშაობენ.