LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიკა დოლიძე: „მე და ჩემი და გავერთიანდით და ბევრი სიახლე გვაქვს“

24
limoni

„კარგი სიახლე გვაქვს. ჩამოყალიბდა ბენდი, რომელიც შვიდი ადამიანისგან შედგება. პირველ რიგში ხუთი მაგარი მუსიკოსის შესახებ. დათო აზირაშვილი – გიტარა; გია მახარაძე – ბასი; ერიკ ჯანიკიანი – კლავიში; ნიკა გვრიტიშვილი – დასარტყამი ინსტუმენტი; ზვიად გვალია – ვიოლინო. სოლისტები ვართ მე და ჩემი და, სალომე დოლიძე.

ზვიადს დიდი მადლობა, რომ ეს ბიჭები შეკრიბა და გაგვაცნო. მიხარია, მადლობა მათ პროფესიონალიზმისთვის. მოკლე დროში გაკეთდა პროგრამა, რომელიც მეგობრებს უკვე წარვუდგინეთ.

ოცი წელი ემიგრაციაში ვიმყოფებოდი და საქართველოში განსაკუთრებული სიახლეები არ მქონია. სიახლეები არ ჰქონია სალომესაც, რომელმაც დრო ოჯახს და შვილს დაუთმო. ახლა კი დები გავერთიანდით და ბევრ სიახლეს გპირდებით. ამ ყველაფრის თავი, როგორც ყოველთვის, ჩემი მეუღლე მალხაზ ნუცუბიძეა და მადლობა მას. მისი დამსახურებაა, რომ ძალიან დიდი სტიმული გვაქვს, ბევრ ახალ პროექტს შევეჭიდოთ. რადგან ქართულ სიმღერებს ვასრულებ, ბენდში ქართულ სიმღერებს მე ვიმღერებ, სალომე კი უცხოურ ჰიტებს შეასრულებს.

განსხვავებული ის არის, რომ ჩვენი რეპერტუარი მუდმივად განახლდება. ვცდილობთ ისეთი სიმღერების ახალი ვერსიები შემოგთავაზოთ, რომელიც ხშირად არ სრულდება, მაგრამ ძალიან უყვარს საზოგადოებას. მე და სალომე შევასრულებთ დუეტებსაც, როგორ ქართულს ისე უცხოურს. გეგმები გვაქვს, მაგრამ წინასწარ ჯერ არ ვსაუბრობ და მოგვიანებით მოგიყვებით ყველაფერზე“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ლიკა დოლიძემ ახალი ბენდისა და ახალი წამოწყების შესახებ ისაუბრა. ახალგაზრდა მომღერალმა, დასთან, სალომე დოლიძესთან ერთად ბენდი ჩამოაყალიბა და როგორც თავად აღნიშნა, ბელომანებისთვის ბევრი სიახლე აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები