LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიკა დოლიძე: „პირველად ეს სიმღერა 13 წლისამ შევასრულე“

15
82057063-2690178904397388-107821666452635648-n

„სიმღერა, რომლის პრემიერაზეც ვსაუბრობ, იზა ლილუაშვილს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ პირველად ეს სიმღერა 13 წლის ასაკში შევასრულე. ეს იყო დუეტი, რომელსაც მე და აჩი ფურცელაძე ვასრულებდით. ახალი ვერსიის იდეა დაიბადა საახალწლო შოუსთვის. ვეძებდი საახალწლო სიმღერას შოუს რეჟისორთან, გიორგი ცაავასთან ერთად. ვსაუბრობდით რამდენიმეზე, მაგრამ ბოლოს სტუდიაში სწორედ ამ საახალწლო სიმღერის ახალი ვერსია შეიქმნა. ეს ვერსია ეკუთვნის ზურა მახნიაშვილს, რომელიც თავადაც უამრავი ჰიტის ავტორია. ძველ საახალწლო სიმღერას ახალი სიცოცხლე ვაჩუქეთ. ძველი ჩანაწერი ინტერნეტშიც ხელმისაწვდომია. ძალიან ლამაზი სიმღერაა“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ლიკა დოლიძის საახალწლო სიმღერის პრემიერა შედგა. მომღერალმა აღნიშნა, რომ თავდაპირველი ვერსიისგან ახალი ჩანაწერი აბსოლუტურად განსხვავებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები