LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიპოლიტიკების როლი სხეულისა და სახის კორექციაში – სილამაზის აკადემია

54
gugushvilimlrv

გადაცემის ლაივი LIVE

ლიპოლიტიკების როლი სხეულისა და სახის კორექციაში – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა მარი მილორავამ და ექიმმა კოსმეტოლოგმა თათია გიგილოშვილმა ისაუბრეს.

მარი მილორავა:

რა მეთოდები არსებობს სხეულის კორექციისთვის?

სხეულის კორექცია, ეს არაა მხოლოდ გახდომა და ფორმის შეცვლა. ესაა ცხიმოვანი ხაფანგების დაშლა, კანის მოჭიმვა და მისთვს ტონუსის დაბრუნება, დრენაჟის და სისხლის მიმოქცევის აღდგენა. როგორც ხვდებით, ეს კომპლექსური ღონისძიებებია სხეულის ჰარმონიის შესანარჩუნებლად. ამიტომაც მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას.

სხეულის კორექცია ესთეტიურ მედიცინაში შედგება 2 მთავარი მიმართულებისგან, რომელიც ცალკე კაბინეტებს და ცალკე სპეციალისტებს მოითხოვს. ესაა ტანის და სახის კორექცია. ამ დარგებს აქვს როგორც საერთო, ასევე  განსხვავებული პროცედურებიც.

ჩვენთან, სხეულის საკორექციო ცენტრში, სწორედ მთელი სხეულის კორექცია-ჰარმონიაზე ვმუშაობთ ამ 2 მიმართულებით. ეხლა პანდემიის ზამთარ გამოვლილი გაზაფხულია და ბუნებრივია, მეტი პრობლემა შეიქმნა, ვიდრე ჩვეულებრივ ზამთრის შემდეგ, რადგან უძრაობისა და კვების გარდა სტრესი მოქმედებს ჰორმონალურ სისტემაზე და იწვევს დარღვევებს და როგორც შედეგი – წონის მომატებას.

კორექციის უმთავრესი მეთოდებია – აპარატები, მასაჟები, ინექციები.

აპარატების და მასაჟების თანმიმდევრობა და არჩევანი (რომელი აპარატი და რომელი მასაჟი და როდის) ინიშნება ინდივიდუალურად. როგორც ერთმა დიეტამ არ შეიძლება ყველაზე ერთი შედეგი მოგვცეს, ასევეა აპარატებთან და მასაჟებთან მიმართებაში. ამიტომ სჯობს კორექცია სპეციალისტის მეთვალყურეობით კეთდებოდეს.

ალტერნატივა: აპარატი თუ მასაჟი არ არსებობს. ისინი ერთმანეთს ვერ ცვლიან. აპარატი კარგად ამუშავებს ღრმა ფენებს, ხელს კი კარგად გამოყავს დაშლის პროდუქტები.

ასევე წარმატებული მეთოდია ბოლო წლებში ლიპოლიტიკების ინექციები, ცხიმოვანი ხაფანგების უფრო სწრაფად დასაშლელად.

თათია გიგილოშვილი:

რა არის ლიპოლიტიკი?

სახისა და სხეულის კორექციის  სხვადასხვა მეთოდებიდან ერთერთი  მნიშვნელოვანია ლიპოლიტიკების როლი.

ლიპოლიტიკი ეს არის საინექციო მეზოპრეპარატი, რომლის გამოყენებით შესაძლოა მოვიშოროთ სახეზე და სხეულზე არსებული არასასურველი ცხიმოვანი ზონები. შეიძლება ითქვას, ლიპოლიტიკი არის ლიპოსაქცია ქირურგიული ჩარევის გარეშე. ლიპოლიტიკები ახდენენ კანქვეშ არსებული არასასურველი ცხიმების დაშლას, ააქტიურებენ ეგრეთ წოდებულ ლიპოლიზს.

როგორ ხდება ცხიმის დაწვის გააქტიურება?

ლიპოლიზი ეს არის ცხიმის დაწვის გააქტიურება ხელოვნური გზით, როგორიც არის ლიპოლიტიკი.პრეპარატში შემავალი ერთერთი  ფერმენტი ლიპაზა ასრულებს კატალიზატორის ფუნქციას ცხიმის წვის პროცესში,აქედან  გამომდინარე იგი გავლენას ახდენს ლოკალურად  ცხიმის ჩალაგების პროცესზე. პრეპარატების შეყვანა ინექციურად, საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცედურაა ნებისმიერი მომხმარებლის ორგანიზმისთვის, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ პრეპარატებს. არსებობს პირდაპირი და არაპირდაპირი ჯგუფის ლიპოლიტიკები.

ასევე არის პრეპარატები, რომლებიც მცენარეულ და ფერმენტულ ფუძეზეა დამზადებული, ლიპოლიტიკებს აქვს თავისი უკუჩვენებები, ამიტომ პაციენტის ანამნეზი კარგად უნდა იყოს შესწავლილი და სწორედ ამის შემდეგ დაინიშნოს პროცედურა.  ლიპოლიტიკებს ხშირად ვიყენებთ სახე-ღაბაბის საკორექციოდ, ბრილების მოსაშორებლად, ლოყებზე არსებული ზედმეტი ცხიმის საკორექციოდ,ასევე ხდება კლიმაქტორული კუზის დაშლაც.

ლიპოლიტიკებს ვიყენებთ არა მხოლოდ ცხიმის დასაშლელად, არამედ ცელულიტთან საბრძოლველად, ლიმფოდრენაჟისა და ქსოვილების გასამკვრივებლად და ლიფტინგისათვის.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები