LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა ღმერთს, რომ თბილისელი ვარ“ – ძველი სიმღერის ახალი ვერსიის რადიოპრემიერა, ლიკა დოლიძისგან

„სიმღერის „მადლობა ღმერთს, რომ თბილისელი ვარ“ ახალი ვერსია  სატელევიზიო გადაცემისთვის  გაკეთდა. ეს არის სოსო პავლიაშვილის საკმაოდ ცნობილი ჰიტი, რომლის ავტორიც თავად სოსო გახლავთ. ტექსტი ჯემალ ბაღაშვილს ეკუთვნის. ვერსია უნიჭიერეს ადამიანს, ანრი ჯოხაძეს ეკუთვნის. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი მას. სწორედ ანრიმ შემომთავაზე ეს სიმღერა მიუხედავად იმისა, რომ იყო საუბარი სხვა ჰიტზეც. არანჟირების ავტორიც ანრი ჯოხაძეა. განსხვავებული გამოვიდა. სხვა ჟანრის სიმღერებს ვასრულებ, რის გამოც თავიდან დავფიქრდი, მაგრამ საბოლოოდ დავთანხმდი. რაც ეხება ბენდს, ისევ ვართ მე და ჩემი და, სალომე დოლიძე, მაგრამ გავფართოვდით. ისეთ მუსიკოსებთან მიწევს მუშაობა, რომ ჩემთვის დიდი პატივია. ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან. პროფესიონალები. ბევრი გეგმა გვაქვს. დაგვემატა კიდევ ერთი, ელენე ვახანია, რომელიც უკრავს კლავიშზე, ასევე მღერის. მუსიკოსებს კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას.  ამ ეტაპზე ვმუშაობთ საკუთარ რეპერტუარზე, რომ გვქონდეს საავტორო სიმღერები. ვცდილობთ დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი. მე და სალომე მაქსიმალურად ვცდილობთ რეპერტუარი მრავალფეროვანი იყოს“ – რადიო „ფორტუნამ“ ლიკა დოლიძეს უმასპინძლა. მომღერალმა მელომანებს ძველი სიმღერის ახალი ვერსია შეასთავაზა, რომელიც სატელევიზიო გადაცემისთვის ანრი ჯოხაძემ შექმნა. ლიკამ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბენდთან ერთად საავტორო სიმღერაზე მუშაობს.