LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა ვასაძე: „მართლა ბეწვის ხიდზე გავიარეთ“

6
67469430-490470515052933-614169023269044224-n

გადაცემის ლაივი LIVE

„მიხარია, რომ ვსაუბრობთ ბენდის Project MAGDA სიახლეზე. ბავშვობიდან ვმღერი. რაღაც პერიოდის შემდეგ დავიწყე ლეგენდარული კომპოზიტორის, გია ყანჩელის ცნობილი ჰიტის „საით მიდიხარ“ შესრულება, რომელიც ბავშვობასთან იყო ახლოს. ყოველთვის მინდოდა რომ ამ სიმღერით ფართო მასშტაბებს შევჭიდებოდი და ახლა ამის საშუალება მომეცა. იყო პერიოდი როცა მე და ლაშა აბაშმაძე ერთმანეთს ვეცნობოდით და სწორედ იმ პერიოდში მომიბრუნდა და მითხრა, შენ კარგად კარგად იმღერებ ამ სიმღერას. მადლობა მას ამისთვის და აქვე გეტყვით რომ ის არის არანჟირების, ასევე ვერსიის ავტორი.

„საით მიდიხარ“ – გია ყანჩელის სიმღერის ახალი ვერსია და კლიპი Project Magda-სგან

სიმღერა „სანოში“ ჩავწერეთ, რის შემდეგაც არანჟირება „ბრავო რექორდსში“ ალეკო ბერძენიშვილმა გააკეთა. გიტა – ლევან შარაშიძე, დრამი გიო კაპანაძე და ამ სიმღერისთვის კლავიში ნიკა ადიკაშვილს ეკუთვნის. ისე გვყავს ახალი პიანისტი, დავით კაკულია. მართლა ბეწვის ხიდზე გავიარეთ. ასეთი კომპოზიტორის სიმღერაზე რომ მუშაობ და ქმნი ახალ ვერსიას, სარისკოა. ვეცადეთ და არ შევცვალეთ ვოკალის ნაწილი, მაგრამ ექსპერიმენტი გადავიტანეთ არანჟირების ნაწილში. კლიპის იდეის ავტორი ლაშა აბაშმაძეა, რომელმაც უკვე წინასწარ იცოდა ლოკაცია, ფერი და სიუჟეტი და მიაგნო ზურა ლოცულაშვილს, დამდგმელ ოპერატორსა და მონტაჟის რეჟისორს, რომელმაც ლაშას იდეები კადრებში გააცოცხლა. კლიპში მთავარი როლები მოირგეს ბექა რაზმაძემ და თაკო დათუაშვილმა, რომლებმაც საოცრებები ჩაიდინეს. მიუხედავად იმისა, რომ კამერასთან მუშაობის გამოცდილება არასდროს ჰქონიათ, ყველა რეკორდი მოხსნეს, ისე მოირგეს მთავარი როლები. ვიზაჟისთვის მადლობა ანა ბერიძეს და უღრმესლი მადლობა ლაშა ჯოხაძეს, ულამაზესი კაბისთვის. ლაშას თვალდახუჭული ვენდობი.  მადლობა რადიოჰოლდინგ „ფორტუნა“, ვებპორტალს fortuna.ge. კლიპის სატელევიზიო პრემიერა 27 ივლიისს, იმედის ეთერში შედგა. აიტვირთა Youtube-ის, ჩვენი ბრენდის ოფიციალურ არხზე“- რადიო „ფორტუნას“ ეთერში ბენდის Project MAGDA  გია ყანჩელის სიმღერის „საით მიდიხარ“ ახალი ვერსიის რედიოპრემიერა შედგა. ბენდის სოლისტი მაგდა ვასაძე ამბობს, რომ ამ ვერსიის შესაქმნელად დიდი დრო, ბევრი ემოცია და მაქსიმალური მონდომება ჩადეს და  იმედი აქვს, რომ მსმენელი და მაყურებელი სიახლეს შესაბამისად მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები