LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა ვასაძე: „მინდა ჩემთვის შექმნილი სიმღერები შევასრულო“

118
magda-vasadze-news1212121-2019-10-11-09-50-48-198934-2019-10-15-07-13-41-838610

„ბევრ არაფერს ვიტყვი, ბენდი აღარ არის, დაიშალა. აღარ გვაქვს კონცერტები იმიტომ, რომ ჯგუფის წევრებმა წასვლა გადაწყვიტეს. ცუდი ფაქტია, მაგრამ არ დავაკონკრეტებ, არაფერს. ყველამ თავისი გზა აირჩია და მეც, შესაბამისად.

მე ვაგრძელებ. გაჩერებას არ ვაპირებ და მაგდა ვასაძე ბევრს იმუშავებს იმისთვის, რომ ბევრ სიახლე მქონდეს. ბევრჯერ მოხდა, როცა რაღაცაზე ვისაუბრე, სამომავლო გეგმებზე და მერე ხელი შემეშალა. ზუსტად ამიტომ წინასწარ არაფერს ვამბობ. მოგვიანებით შეიტყობთ, ყველაფერს.

სკანდალური არასდროს ვყოფილვარ და არც ახლა მაქვს ამის სურვილი, ვიქნები ნატურალური ჩემი მიკროფონით, სცენაზე. სამომავლოდ ვგეგმავ მსმენელს ის სიმღერები შევთავაზე, რომელიც ჩემთვის შეიქმნება“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში მაგდა ვასაძემ დაშლილი პროექტისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მომღერალმა პირად ცხოვრებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საჯაროდ პირად თემებზე არასდროს ისაუბრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები