LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა ბერიძე: „სცენაზე ათი ნათელი ახალგაზრდა იდგება“


„ჯანსაღი კრიტიკა ძალიან კარგი რამ არის, თუ უნდა მონაწილეს რამე ისწავლოს. რა კარგი ბიჭი ხარ, რა კარგი გოგო ხარ, ცუდად მთავრდება. ვერაფერს სწავლობენ და მიდიან ისეთები, როგორებიც მოვიდნენ. ყველამ ვნახეთ, ეთერში, როგორ იზრდებიან ბავშვები და როგორ დგებიან ფეხზე; შეჩვეული ვარ, ვიღაცა ბრაზდება ვიღაცა არა. ყველა ბავშვი, ვისთანაც მიმუშავია, შემდგარი მომღერალია. ბევრად ლმობიერი ვარ და ეს ეთერიდანაც იგრძნობა. უბრალოდ, ბრაზიანი ვარ, როცა ძალიან უნიჭო შემოდის და შემოდის იმიტომ, რომ რატომ ვერ გაიგებ, აქ უკვე ბრაზდები. როგორ არ ყავდა ვინმე, რომ ეთქვა, შენ არ ხარ ისეთი ნიჭის პატრონი, რომ იქ მიხვიდე. ორი რამე, რომ უნდა ჰქონდეს ხმა და სმენა, ეს ნამდვილად ასეა. მერე, თუ პლასტელინივით მოგყვება, კარგია, თუ არა და არ გამოდის. წელს ბევრად მომზადებული და მოწესრიგებული ბავშვები მოვიდნენ. კმაყოფილი ვარ, ამ სეზონით და იმ ათეულით, რომელსაც მალე ნახავთ. ათი ნათელი ახალგაზრდა იდგება სცენაზე; საკმაოდ საინტერესო მხოლოდ ქართული იქნება და არ იქნება წინა სეზონის მსგავსი; შევეჭიდეთ დიდ კომპოზიტორებსაც და ბევრი სიურპრიზი გელოდებათ; მზად ვართ იმისთვის, რომ კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დავდგეთ. არ მეშინია. არ მაკლია კრიტიკა და წივილ-კივილი, მაგრამ ეს რომ ჩემზე მოქმედებდეს, აქამდე ვერ მოვიდოდი; რაც მთავარია, ახალგაზრდები და პროგრესი მიყვარს; ძალიან დიდი კომფორტია, რომ მე, სოფო და გიორგი, ერთნაირი გემოვნებით მივდივართ. მიხარია, რომ სოფო ნიჟარაძე, ასეთი ახალგაზრდა, კარგი მუსიკალური განათლებით, მიზის გვერდზე და ისეთი ბუმბერაზი მომღერალი, როგორიც გიორგი უშიკიშვილია. ეს ფუფუნებაა და მაბედნიერებს; ქართული სიმღერა საოცრად რთული შესასრულებელია. ქართულის სიმღერის ხიბლი მისი შინაარსია და ეს უნდა გაითავისოს შემსრულებელმა, ამისთვის გაკეთდა „მხოლოდ ქართული“ და მოვახერხეთ ის, რომ ყველგან ქართული სიმღერა ისმის. უყურეთ შესარჩევ ტურებს და გამოიცანით, ვინ იქნება ფინალში“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში მარინა ბერიძემ „მხოლოდ ქართულის“ შესახებ ისაუბრა. მუსიკალური პროექტის ჟიურის წევრი ამ სეზონით კმაყოფილია. მზად არის ახალი გამოწვევისთვის და როგორც თავად ამბობს, წივილ-კივილის არ ეშინია.