LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცენარეების საუნა იმუნიტეტს აძლიერებს – ადრენალინი

9
Barrel-Outdoor-Sauna-WellnessFASS-55-672x372

სამკურნალო მცენარეების ორთქლი იწვევს ფორების გახსნას კანის ზედაპირზე, საოფლე ჯირკვლების და წყალ-მარილოვანი ცვლის გაძლიერებას. ორგანიზმიდან მაქსიმალიურად ხდება შლაკების, ტოქსინების და მარილების გამოძევება. უმჯობესდება ყველა ორგანოს მუშაობა. მაქსიმალიურად მიეწოდება ჟანგბადი. ეს კი იწვევს იმუნიტეტის გაძლიერებას.

დამტკიცებულია, რომ მცენარეების ორთქლის პროცედურების რეგულარული მიღება ასევე იწვევს:

1. ნერვული და ენდოკრინული სისტემის აღდგენას, დაბლა წევს სისხლში შაქრის შემცველობას
2. აღადგენს და აუმჯობესებს ყველა ორგანოს მუშაობას, აძლიერებს კაპილარულ მიმოქცევას
3. კანი ხდება ნაზი და მბზინვარე
4. სუნთქვა არის სუფთა და თავისუფალი
5. ხერხემალი ხდება მოქნილი და ელასტიური
6. აწესრიგებს ძილს
7. ხდება ცელულიტების დაშლა, რაც გვეხმარება წონის კორექციაში
მცენარეების ორთქლის პროცედურები ტარდება ისეთი სამკურნალო ბალახის გამოყენებით, რომელთაც გააჩნია დამამშვიდებელი, ანტისეპტიკური, ანტიცელულიტური, ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
თუმცა, მას გააჩნია უკუჩვენებებიც:
1. მწვავე ჩირქოვანი დაავადებები
2. მწვავე ინფექციური დაავადებები
3. ტუბერკულიოზის აქტიური ფორმა
4. ალკოჰოლიზმი
5. ათეროსკლეროზი
6. მიდრეკილება სისხლდენისკენ
7. შაქრიანი დიაბეტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები