LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მძიმე მდგომარეობაა ქართულ შოუბიზნესში, რომელსაც არც პანდემიამდე ულხინდა… ჩვენზე რატომღაც არასდროს არავინ არ ფიქრობს” – სტეფანე ,,არტ-FM“-ში

3
129512894-2901659663397047-433282593673366301-n

გადაცემის ლაივი LIVE

პირველ დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ სტეფანე მღებრიშვილი სტუმრობდა, რომელმაც გლობალური პანდემიის ფონზე მსოფლიო და ქართულ შოუბიზნესში დამძიმებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

– სტეფანე, არსებული რეალობის გათვალისწინებით ყველას უამრავი პრობლემა აქვს, თუმცა ყველაზე მძიმედ მაინც ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები არიან, რადგან საერთოდ არ აქვთ შემოსავალი. თქვენ რა გამოსავალს ხედავთ ამ სიტუაციიდან?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ მაქსიმალურად შევამცირე კომუნიკაცია ჟურნალისტებთან და 2021 წლამდე ერთგვარი თაიმ-აუტი გამოვაცხადე, რადგან ნაკლებად მაქვს მუსიკის შექმნის ხალისი და განწყობა. რაც შეეხება პრობლმებს – მართლაც ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით. რა თქმა უნდა, ევროპელ და ამერიკელ მუსიკოსებს მსგავსი სირთულეები არ აქვთ, რადგან წლების მანძილზე დაგროვილი დანაზოგით ახერხებენ თავის გატანას, მაგრამ მეზობელ რუსეთში ყველაზე ცნობილი შემსრულებლებიც კი შემოსავლის გარეშე დარჩნენ, რამაც საპროტესტო აქციის მოწყობა აიძულა. ბევრად მძიმე მდგომარეობაა ქართულ შოუბიზნესში, რომელსაც არც პანდემიამდე ულხინდა. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება არსებული სიტუაციის გამოსწორება, რადგან მუსიკოსებზე არავის უნდა ზრუნვა. მართალია, გარკვეული სოციალური ჯგუფები შეღავათებით სარგებლობენ, მაგრამ ჩვენზე რატომღაც არასდროს არავინ არ ფიქრობს. პირადად მე ძალიან გამიმართლა, რადგან ბანკის ვალი არ მაქვს, თუმცა ბევრს სერიოზული მსხვერპლის გაღება მოუხდა კრედიტის დასაფარად.

– უამრავი კოლეგა და მეგობარი გყავთ საზღვარგარეთ. საინტერესოა, ისინი როგორ ერევიან სირთულეებს?

– შეერთებულ შტატებში ძალიან მარტივად მოგვარდა პრობლემა, რადგან მუსიკოსები საკმაოდ სოლიდურ ფინანსურ დახმარებას ღებულობენ სახელმწიფოსგან, ანალოგიური სიტუაციაა გერმანიაშიც, თუმცა იქ მუსიკოსებს მანმადე არსებული შემოსავალის გათვალისწინებით დაუნიშნეს კომპენსაცია.

– მართალია, პანდემიის პირველი ტალღის დროს, ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც საჯაროდ მოუწოდა ყველას რეგულაციების დაცვისკენ, მაგრამ მაინც ხშირად გდებენ ბრალს ზაფხულში, ბათუმში მოწყობილ კონცერტზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის…

– გეთანხმებით, ბათუმში მართლაც ჩავატარე მასშტაბური კონცერტი, თუმცა არა საკუთარი ინიციატივით, არამედ ერთ-ერთი კლუბის მიწვევით, რომელსაც თავად უნდა ეზრუნა რეგულაციების დაცვაზე. სიმართლე ვთქვა, ძალიან ვინერვიულე, რადგან უამრავმა მსმენელმა მოიყარა თავი, კონცერტის გადადებაც კი ვცადე, თუმცა საბოლოოდ ისევ ორგანიზატორების ნებას დავყევი და მათ ვეცი პატივი, ვინც ბილეთი შეიძინა და საღამოზე მოვიდა. ყოველთვის სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი წესებს და სიამოვნებით დავიცავ ყველა რეგულაციას, მაგრამ მათაც უნდა გაითვალისწინონ ჩვენი მდგომარეობა, ვინც ამ შეზღუდვებს აწესებს. წლების წინ, როცა უმუშევარი ვიყავი, სერიოზულად ვფიქრობდი პროფესიის შეცვლაზე და თუნდაც რესტორანში მიმტანად მუშაობაზე, მაგრამ ახლა, ძალიან გვიანაა ჩემთვის ახალი საქმის დაწყება და არც რესტორანია ღიაა, რომ სამუშაოდ მიმიღონ.

– დამძიმებული განწყობის მიუხედავად, მაინც ყველა დღესასწაულებისთვის ემზადება. თქვენ რა გეგმები გაქვთ, საღამოს მოწყობის შეთავაზება ხომ არ მიგიღიათ?

– ძალიან გამიმართლა, რადგან შემოთავაზებების სიმცირეს ნამდვილად არასდროს ვუჩიოდი. საახალწლოდ მართლაც ვაპირებ კონცერტის მოწყობას ერთ-ერთი სასტუმროს მიწვევით. რამდენადაც ვიცი, დღესასწაულის დღეებში რეგულაციების შემსუბუქება იგეგმება, ასე რომ, ჩვენც მოვაწყობთ მცირე კონცერტს სასტუმროს ბინადრებისთვის.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები