LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია მოდის – FM ქოუჩი

6
makamaxatadze2012

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ ცვლის ტექნოლოგიები სამყაროს  – გადაცემის „FM ქოუჩი“ სტუმარია IT აკადემია step-ის დამფუძნებელი მაკა მახათაძე.

რას ნიშნავს მეოთხე ინდუსტრიული რევოლიცია?

გსმენიათ ალბათ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ. ზოგი მას სულ მალე მოელის, ზოგიც თვლის რომ უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს. ზოგი სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშით შესცქერის მის დადგომას. ზოგი კი მოუთმენლად მოელის ახალი შესაძლებლობებისა და შანსების გამოჩენას.

ინდუსტრიული რევოლუციის ყოველი ეტაპის გამომწვევი რაიმე ტექნოლოგიური გარღვევა გახლდათ. ჯერ იყო ორთქლი, მერე ელექტროობა, მერე ელექტრონიკის შექმნა. ეხლა კი სახეზე გვაქვს ახალი გარღვევა ციფრული ტქნოლოგიების სფეროში. კერძოდ ბოლო 5 წელიწადში შესაძლებელი გახდა ძალზე იაფად მონაცემების უზარმაზარი მოცულობის შეგროვება, სწრაფად გადაცემა, დაცულად შენახვა და ეფექტურად დამუშავება.

რატომ და როგორ შეცვლის ეს ინდუსტრიას?

პროდუქტის დამზადება დიდწილად უკვე მანქანების ხელში გადავიდა (ამას ქვია ავტომატიზაცია და 3.0). ამჟამად ჩვენ ადამიანები ძირითადად პროდუქტების დიზაინსა და ამ პროდუქტების წარმოებისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების შექმნით ვართ დაკავებული.

პროდუქტისა ან დანადგარის დიზაინის შესაქმნელად საჭიროა გამოცდილება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლება.

ის ვინც მცოდნე და გამოცდილია კარგ პროდუქტს ქმნის და წარმატება აქვს ბაზარზე. პროდუქტს არ აქვს მნიშვნელობა. ეს შეიძლება ფიზიკური პროდუქტი იყოს როგორც მაგ. ფეხსაცმელი ან ე.წ. საბანკო პროდუქტი მაგ. სამომხმარებლო კრედიტი. კარგი რპოდუქტის შესაქმნელად და მომხმარებლამდე მისატანად საჭიროა გამოცდილი და ჭკვიანი ხალხის მოსაზრება.

ამბობენ, რომ ბევრი პროდუქტი გადაიქცევა სერვისად

შესაძლებელი გახდება მონაცემების საფუძველზე პროდუქტის განუწყვეტელი მოდიფიკაცია და გაუმჯობესება, ამიტომ პროდუქტის ერთჯერად გაყიდვაზე ხელსაყრელი მისი სერვისად გადაქცევა გახდება.

ერთ-ერთი მაგალითია ენერგიის წარმოება. ეხლა თამაშის წესები შეიცვალა. ელექტრო ენერგიის ქსელებისა და ენერგო-ბაზრების დემონოპოლიზაციამ შესაძლო გახადა ელექტროენერგიის წარმოების როგორც სერვისის გაყიდვა. ეხლა შენდება თვითოპტიმირებადი ჰიბრიდული ელექტროსადგურები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები