LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეზოძაფები თუ ბოტოქსი – რა უნდა გაითვალისწინოთ ბოტოქსის გაკეთებამდე – სილამაზის აკადემია

83
davit-cicishvili-news121221

გადაცემის ლაივი LIVE

რა უნდა გაითვალისწინოთ ბოტოქსის გაკეთებამდე

მეზოძაფები მედიცინაში უახლეს ტექნოლოგიად ითვლება. რა პროცედურას ითვალისწინებს და რამდენად ეფექტიანია მეზოძაფები – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “სილამაზის აკადემია” პლასტიკურმა ქირურგმა დავით ციციშვილმა ისაუბრა.

რა არის მეზოძაფი?

მეზოძაფი არის თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული მონოფილამენტური ძაფი. მას აქვს კარგი ეფექტი, არის ჰიპოალერგიული, ძაფი არის მოთავსებული კანულეში, რომელსაც აქვს ნემსის მსგავსი ფორმა და არ აქვს მჩხვლეტავი წვერი, არ აზიანებს კანქვეშა ქსოვილს. ორი წლის განმავლობაში იწოვება და სითხესთან ერთად გამოდის ორგანიზმიდან. სახე საწყის მდგომარეობას არ უბრუნდება, რადგან ძაფი განიცდის კანში შეხორცებას. ხოლო როცა ძაფი იწოვება, კანი იმდენად არ ეშვება. მაგალითად, ბონოტოქსს როცა იკეთებენ წარბის არეში, სამ თვეში გადის მისი მოქმედება და შეიძლება წარბი საწყისზე ქვევით წამოვიდეს, მეზოძაფებს კი აქვთ უფრო მეტი ეფექტი და ხანგრძლივობაც.

როცა პაციენტი მოდის, თვითონ არის უკმაყოფილო სახის უბნებით, ძირითადად ესენია ცხირის, ტუჩის ნაოჭი, ყვრიმალთან, ლოყის ქვეშ, წარბთან არსებული უბნები. ამ დროს ვთავაზობთ, რა რაოდენობის ძაფი არის საჭირო, ვთანხმებით რა უბნებს ვქაჩავთ და ვასწორებთ. პროცედურა ითვალისწინებს ძირითადად ადგილობრივ ანეზთეზიას და შემდეგ ძაფების დაყენებას. თითო ძაფის ღირებულება 80 ლარიდან 140 ლარამდეა.

რა ასაკშია რეკომენდებული?

უფრო 35 წლიდან ზევით, თუმცა არიან გოგონები, რომლებსაც კანის სტრუქტურა ცუდ მდგომარეობაში აქვთ და სჭირდებათ 27 წლიდან ასეთი პროცედურები.

ეფექტი ადგილზევე ჩანს?

ადგილზევე ჩანს, თუმცა მყარი ეფექტისთვის დაახლოებით ერთი თვეა საჭირო, 2 თვის შემდეგ კი გაუმჯობესებული ვარიანტია. პროცედურა  გამეორებას საჭიროებს, რადგან ძაფები იწოვება და სითხესთან ერთად გამოდის ორგანიზმიდან, შესაბამისად 2 წელიწადში ერთხელ შეგიძლიათ ისევ დაიყენოთ მეზოძაფები.

მეზოთერაპია და მეზოძაფები რით განსხვავდება ერთმანეთისგან?

ძაფებს იყენებენ ექიმები, ქირურგები, მეზოთერაპიას კი აკეთებენ კოსმეტოლოგები და ექიმები, რომლებიც კოსმეტოლოგიით არიან დაკავებული. ეს არის სხვადასხვა პროცედურა. მეზოთერაპიით უმჯობესდება კანის სტრუქტურა, კვებას კოლაგენს და ელასტანს. მეზოთერაპია რომ დაიწყონ თავის დროზე და წელიწადში ორჯერ გაიკეთონ, შეიძლება მეზოძაფი დიდი ხანი არც დასჭირდეთ.

მიმიკური ნაოჭების დროს ხშირად იკეთებენ ბოტოქსს, თქვენი რეკომენდაცია როგორია?

ვისაც უნდა უცებ მოიშოროს მიმიკური ნაოჭის პრობლემა სამი თვით, მაგ შემთხვევაში ბოტოქსის გაკეთებაც შეიძლება, თუმცა მე დიდად არ მიყვარს ბოტოქსი, რადგან თავისი პლუსები და მინუსები აქვს. მეზოძაფებით შეიძლება კარგი ეფექტის მიღწევა თუ გაიკეთებთ არმირებას, ამ დროს მიმიკური ნაოჭი ნაკლებად ჩანს, მაგრამ სახის მიმიკა შენარჩუნებულია, ბოტოქსის შემთხვევაში კი კანი გაშეშებულია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები