LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მირანდა წილოსანმა გადაცემაში „პულსი“ დაავადების დიაგნოსტირებისთვის უაღრესად მნიშვნელოვან მორფოლოგიური კვლევაზე ისაუბრა

11

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

21 სექტემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კლინიკა ენმედიცის  ექიმი, პათომორფოლოგი ქალბატონი მირანდა წილოსანი სტუმრობდა, რომელმაც დაავადების დიაგნოსტირებისთვის უაღრესად მნიშვნელოვან მორფოლოგიური კვლევაზე ისაუბრა.

– ქალბატონო მირანდა, რა თქმა უნდა, სწორად დასმული დიაგნოზი წარმატებული მკურნალობის აუცილებელი წინაპირობაა. რამდენად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში მორფოლოგიური დიაგნოსტირება?

– მორფოლოგიური კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც სხვადასხვა პათოლოგიის შემთხვევაში ორგანოდან როგორც ბიოფსიური მასალის შესწავლისა და გამოკვლევის, ისე ოპერაციული მასალის ქსოვილების სინათლის მიკროსკოპულ დონეზე და იმუნოჰისტოქიმიური კვლევის შესაძლებლობას გვაძლევს, რაც თავის მხრივ მოლეკულურ დონეზე აზუსტებს მიმდინარე ცვლილებებს. მოგვიანებით, სწორედ ამ მონაცამების კლინიკურ დასკვნასთან შეჯერებით დგინდება დიაგნოზი, ხორციელდება დაავადების მართვა და ეფექტური მკურნალობა.

– საინტერესოა, როგორია კლინიკა ენმედიცის შიდა „სამზარეულო“, რამდენად თანამშრომლობთ საბოლოო დიაგნოზის დასმისას?

– რა თქმა უნდა, უაღრესად დიდი სამუშაო სრულდება კლინიკაში, განსაკუთრებული როლი კი, კადრებს – ლაბორანტებს, მორფოლოგებს და მათ კვალიფიკაციას ენიჭება. ამასთანავე, ჩვენი კლინიკა ძალიან კარგი სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი, გვაქვს უმაღლესი ხარისხის რეაქტივებიც. ლაბორატორია ყოველთვის ერთ გუნდათ მუშაობს, რათა დასკვნა კომპეტენტური იყოს, მკურნალობა კი – ხარისხიანი.

– რამდენად მნიშვნელოვანია სპეციალისტის კვალიფიკაცია ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში?  

– მედიცინა საკმაოდ სწრაფად ვითარდება, ინერგება სიახლეები და ჩვენც ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე მიღწევებს. ენმედიცის თანამშრომლები მუდმივად გადიან ტრენინგს საზღვარგარეთ, ამიტომ თამამად შემოძლია ვთქვა, რომ ჩვენთან მხოლოდ კვალიფიციური კადრები მუშაობენ. სხვათაშორის, რამდენჯერმე მეც გახლდით საზღვარგარეთ სტაჟირებაზე, ოქტომბერში კი, პარიზში მივემგზავრები, სადაც სიამოვნებით შევუერთდები ნეფროლოგების სიმპოზიუმს.

– რამდენადაც ვიცი, ღვიძლის ტრანსპლანტაციის უკეთ შესასწავლად ბრიტანეთშიც ბრძანდებოდით,

– მზადება ამ მიმართულებით ოთხი წლის წინ დავიწყეთ, King’s College Hospital-ში კი, ლაბორატორია მოვინახულე, რომელიც მხოლოდ ღვიძლის პათოლოგიებზე მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელობა მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ჩვენ კი, სიამოვნებით ვეცვობით ახალ ინფორმაციას და ვიძენთ გამოცდილებას. ვფირობ, ექიმი მუდმივად სიახლეების ძიებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რათა არასდროს ჩამორჩეს თანამედროვე მიღწევებს.

– თქვენი კლინიკა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საკმაოდ ძვირადღირებული და კომერციულად ნაკლებად მომგებიანი – თირკმლის იმუნოფლორესენციული და ელექტრო-მიკროსკოპული კვლევის ჩატარება ითავა. რა შესაძლებლობებს იძლევა ამგვარი კვლევა?

– ამ მიმართულებით მუშაობა 2003 წელს დავიწყეთ, ახალი აპარატურა, საკმაოდ ძვირადღირებული მიკროსკოპები და რეაქტივები შევიძინეთ, რომელიც თირკმლის სინათლის მიკროსკოპული იმუნოფლორესენციული და ელექტრონული მიკროსკოპიული კვლევის საშუალებას იძლევა. ასე რომ, დღეს ჩვენს კლინიკაში თირკმლის არანეოპლაზიური და არასიმსივნური პათოლოგიების დიაგნოსტიკაც ხორციელდება, რაც მართალია, საკმაოდ რთული შესასრულებელია, რადგან ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს, მაგრამ ჩვენ მაინც კარგი შედეგები გვაქვს. ალბათ იცით, რომ თირკმელს არ აქვს ნერვული დაბოლოებები, ამიტომ არანეოპლაზიური პათოლოგიების შემთხვევაში ტკივილს მხოლოდ იმ შემთხვევაში გრძნობს ადამიანი, როცა თირკმლის ზომაზე მეტად გაიზარდას კაფსულაში არსებული ნერვული დაბოლოებები აღიქვამენ, ამიტომ თავისუფლად შეიძლება დაავადება ქრონიკულად მიმდინარეობდეს ან სწრაფად პროგესირებდეს, პაციენტს კი, საერთოდ არ ჰქონდეს ჩივილები. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ამ მიმრთულებით სკრინინგ-პროგრამის შექმნა, არაინვაზიური მეთოდით თირკმლის კვლევა და ავადმყოფობის გართულებების გარეშე, დროული მკურნალობა.

– საინტერესოა, როგორ სრულდება ინტრაოპერაციული მორფოლოგიური კვლევა?

– ინტრაოპერაციული დიაგნოსტიკა ოპერაციის დროს მასალის სასწრაფო მორფოლოგიურ კვლევას გულისხმობს. ჩვენს კლინიკაში ძალიან დახვეწილია ამგვარი ტექნოლოგია და პრაქტიკულად ყველა ორგანოდან შეგვიძლია მასალის კვლევა. დიაგნოსტირების დრო მინიმუმამდეა შემცირებული და მაქსიმუმ 10 წუთს შეადგენს, რაც კლინიცისტს ოპერაციის მასშტაბის განსაზღვრასა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების შესაძლებლობას აძლევს.

– სამომავლოდ რა გეგმები აქვს კლინიკა ენმედიცის?

– ნოემბერში ერთკვირიანი ვიზიტით ამერიკელი ნეფროლოგები გვესტუმრებიან, რომლებიც ჩვენთან ერთად ჩაებმებიან თირკმლის არანეოპლაზიური პათოლოგიების კვლევაში.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები