LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მონოლით გრინ სითი” – რას მოიცავს ახალი უბანი ძველ თბილისში

9
tamuna

“მონოლით ჯგუფი” თბილისში ახალ კომპლექსს აშენებს. რას მოიცავს “მონოლით გრინ სითი” და როდის დასრულდება მშენებლობა, ამ თემებზე “ბიზნესნიუსის” ეთერში “მონოლით ჯგუფის” მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორმა თამუნა როსტიაშვილმა ისაუბრა.

 

საუბარი დავიწყოთ თქვენი მიმდინარე პროექტით. სად შენდება “მონოლით გრინ სითი” და რას ითვალისწინებს კომპლექსი?

“მონოლით გრინ სითი” არის თანამედროვე მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ორთაჭალაში, ტურისტულ ზონასთან ძალიან ახლოს, რადგან დაახლოებით კილომეტრ-ნახევარი აშორებს აბანოთუბნიდან, ნარიყალადან და სხვა ტურისტული ლოკაციებიდან. აღსანიშნავია, რომ პროექტი საკმაოდ მასშტაბურია, მიკროუბანია, რომელიც 12 ჰექტარზეა გაშენებული და მოიცავს 21 საცხოვრებელ ბლოკს. ის მრავალფუნქციურია, რადგან აქვს ძალიან მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, ტერიტორიაზე გაშენებული იქნება ველო და სარბენი ბილიკები, სპორტული მოედნები, აუზი, ფიტნესი, სპა, ასევე საბავშვო მოედნები. გათვალისწინებულია სკოლა, ბაღი, კომერციული დანიშნულების ობიექტები. ხაზს გავუსვამ დენდროლოგიურ ბაღს, რომელიც 4000 კვადრატულ მეტრზე იქნება გაშენებული, ეს აღსანიშნავია ნამდვილად, რადგან ეს ადგილი თვითონ არის უნიკალური, რადგან არის ქალაქის გულში. ამავდროულად, ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებული და ტურისტულ ლოკაციებთან ძალიან ახლოს, რაც არა მხოლოდ საცხოვრებლად, არამედ საინვესტიციო კუთხითაც ძალიან საინტერესოს ხდის ამ პროექტს.

 

რა არის ის მთავარი მახასიათებლები, რომლებზეც თქვენი მომხმარებლები აკეთებენ ხოლმე აქცენტს ბინის შერჩევისას? რა ტენდენციებია დღეს?

ინფრასტრუქტურის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, რადგან დროის დაზოგვის კარგ საშუალებას აძლევს მომხმარებელს, ანუ მგზავრობის დრო არ ეხარჯებათ, რადგან ყველაფერი აქვთ ეზოში: სკოლა, ბაღი. ცხოველების გასასეირნებელი ცალკე სივრცე ექნებათ გამოყოფილი, სპორტ დარბაზი, ანუ ყველაფერი არის უბანში, იქვე, სახლის ქვემოთ.

ბინების ფასსაც უნდა შევეხოთ. გაზრდილია ფასები დღეს ბაზარზე. რა იწვევს ამას და როგორია თქვენი პროგნოზი სამომავლოდ?

“მონოლით ჯგუფი”, ზოგადად, ინარჩუნებს ფასებს და საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასებია. გარდა ამისა, ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვარგოთ მომხმარებლის შესაძლებლობებს, შესაბამისად, გვაქვს გადახდის სხვადასხვა მეთოდი. პირველი ეს არის ერთიანი გადახდის მეთოდი, ასევე იპოთეკური სესხით გადახდის შესაძლებლობა და მესამე მეთოდი – შიდა უპროცენტო განვადებით გადახდა, რომელიც სხვადასხვა სქემით არის და მინიმალური შენატანიც საკმარისია იმისთვის, რომ ბინა შეიძინოთ.

 

როგორ ხდება მომხმარებელთან კომუნიკაცია?

მომხმარებელთან კომუნიკაციას სხვადასხვა არხებით ვახდენთ. ძირითადად, სოციალურ ქსელებში აქტიურობენ ხოლმე, ასევე ოფისში მოდიან, სადაც ჩვენი გაყიდვების მენეჯერები უწევენ კონსულტაციას, ასევე სატელეფონო კონსულტაციასაც ვუწევთ.

 

როგორია ბინის შეძენის პროცედურა? რა გზა უნდა გაიაროს ადამიანმა, რომ თქვენთან ბინა შეიძინოს?

პირველად ინფორმაციას ვაწვდით ტელეფონით ან ონლაინ, შემდეგ ვეპატიჟებით ჩვენთან ოფისში, სადაც გაყიდვების მენეჯერები უკვე დეტალურად უხსნიან პროექტის შინაარსს, არჩევენ ადგილზე ბინას, თანხმდებიან ყველა პირობაზე. შემდეგ მოდის უკვე იურიდიული მხარე, ხელშეკრულების გაფორმების ნაწილი. ასევე, მიჰყავთ ობიექტზე, რომ პროექტი დაათვალიერონ ადგილზე, სანამ მომხმარებელი გადაწყვეტილებას მიიღებს.

ხარისხს და უსაფრთხოების საკითხსაც რომ შევეხოთ. რა მიდგომა გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

ამას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა “მონოლით ჯგუფში” ზოგადად და “მონოლით გრინ სითის” პროექტში, რადგან ვიყენებთ მაღალი ხარისხის მასალებს, ასევე ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს, რომლის მეშვეობითაც დაახლოებით 40%-ით არის შესაძლებელი, რომ კომუნალური გადასახადები დავზოგოთ. ზოგადად, მშენებლობაზე აღვნიშნავ, რომ სამ ეტაპად არის დაყოფილი “მონოლით გრინ სითის” მშენებლობა. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. მობინადრეები უკვე რემონტებს აკეთებენ თავიანთ კუთვნილ ბინებში. მეორე ეტაპი სრულდება 2023 წლის დეკემბერში ანუ მიმდინარე წელს და მესამე ანუ საბოლოო სახე პროექტს მიეცემა უკვე 2024 წლის დეკემბერში.

 

სამომავლოდ რას გეგმავს “მონოლით ჯგუფი”? კიდევ თუ აპირებთ მშენებლობების დაწყებას თბილისში ან მის ფარგლებს გარეთ?

რა თქმა უნდა, “მონოლით ჯგუფს”, ზოგადად, ბევრი პროექტი აქვს განხორციელებული. “მონოლით გრინ სითი” საკმაოდ ფართომასშტაბიანი და საინტერესო პროექტია, ვაპირებთ, ასევე, სხვა პროექტების დამატებას, რასაც ძალიან მალე დავაანონსებთ.

 

რატომ ორთაჭალა? რა არის ამის მიზეზი?

ორთაჭალა საინტერესოა ბევრი მიზეზით. პირველ რიგში, ტურისტული ლოკაციაა და აღნიშნული პროექტით ბევრი ინტერესდება საინვესტიციო მიმართულებით, ახლოს არის ტურისტულ ლოკაციებამდე. მეორე მიზეზი ისაა, რომ შედარებით ეკოლოგიურად სუფთა ლოკაციაა. გარდა ამისა, სივრცე ავირჩიეთ ისეთი, რომელიც მაქსიმალურად გამწვანებულია, რადგან დღევანდელ პირობებში ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, მშვიდი გარემოა და ქალაქის გულია, ძალიან ახლოსაა ყველაფერთან.

 

მონოლით “გრინ სითიში” ბინების ფასები 855$-დან 1180$-მდე მერყეობს (2100 ლარიდან). მიმდინარე პერიოდში მოქმედებს საგაზაფხულო შეთავაზება: მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ 15 000 ლარამდე ფასდაკლებით და ასევე იპოთეკის, ისევე როგორც შიდა განვადების შემთხვევაში პირველადი შენატანი მხოლოდ 10%-ს შეადგენს. “მონოლით გრინ სითიში” არის მომხმარებელზე მორგებული გადახდის პირობები. ბინის შეძენა შესაძლებელია როგორც ერთიანი გადახდის, ისე იპოთეკით ან 0%-იანი შიდა განვადების მეშვეობით. შიდა განვადების შემთხვევაში, მომხმარებლის პირველი მინიმალური შენატანი არის 10%, შემდეგ ბინის ღირებულების 20% ნაწილდება 2024 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო 70% უნდა დაიფაროს 2024 წლის ნოემბერში, სადაც ასევე შესაძლებელია იპოთეკური სესხით სარგებლობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები