LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მოუთმენლად ველით დაგეგმილ კონცერტს, ექვს თვეზე მეტია არ დაგვიკრავს” – გიგი დედალამაზიშვილი გადაცემაში „არტ-FM“

6
gigidedalamazishviliartfmgst

11 აგვისტოს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ „მგზავრების“ ლიდერი გიგი დედალამაზიშვილი სტუმრობდა, რომელმაც 14 აგვისტოს ბათუმში დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა.

– გიგი, რა პროგრამით წარსდგებით მსმენელის წინაშე?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ მოუთმენლად ველით დაგეგმილ კონცერტს. ექვს თვეზე მეტია არ დაგვიკრავს, 50-მდე გამოსვლა გადაიდო და ძალიან მოგვენატრა მუშაობა. კონცერტის პროგრამა ახალი და ძველი სიმღერებით შევადგინეთ, რომლებიც ჩვენც ძალიან გვიყვარს და ჩვენს თაყვანისმცემელსაც.

– პანდემიის პერიოდში ზოგმა ახალი კომპოზიცია შექმნა, ზოგმა ვიდეო გადაიღო, თქვენთვის ნამდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა იძულებითი პაუზა?

– ჩვენ სამწუხაროდ ცუდად დაგვემთხვა. სწორედ მაშინ დაიწყო პანდემია, როცა ახალი ალბომის ჩაწერა დავასრულეთ და პრეზენტაციისთვის ვემზადებოდით. კარანტინი ოჯახთან ერთად გავატარე, როგორც იქნა შვილებისთვისაც მოვიცალე, ახლოს გავიცანი და  ბევრი საინტერესო აღმოვაჩინე.

– როდის გეგმათ ალბომის პრეზენტაციას?

– სავარაუდოდ მომავალ წელს, რადგან ახლა აზრი არ აქვს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები