LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მოვამზადეთ სასაჩუქრე ყუთი” – ფასდაკლების აქცია ,,ავერსის” აფთიაქების ქსელში

20
bregvadzeivaniadze

გადაცემის ლაივი LIVE

23 ივლისს რადიო ,,ფორტუნას” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას ,,პულსი” სააფთიაქო ქსელის ,,ავერსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლალი ბრეგვაძე და დერმატოლოგიური ბრენდების წარმომადგენელი მარიამ ივანიაძე სტუმრობდნენ, რომელთაც თავის მოვლის და სილამაზის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებებზე ისაუბრეს.

– ლალი, ,,ავერსი” ყოველთვის სიახლეებით გვანებივრებს. რას გვთავაზობთ ამჯერად?

– ჩვენი სააფთიაქო ქსელი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჯანსაღ სილამაზეს და მომხმარებელსაც სწორედ სილამაზის, ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის აუცილებელ პროდუქტს სთავაზობს. რა თქმა უნდა, ზაფხულის და შვებულებების სეზონზე, განსაკუთრებით აქტუალურია იმ პროდუქტის მომარაგება, რომელიც ქალბატონებს თავის მოვლასა და ფორმის შენარჩუნებაში დაეხმარება, ამიტომ ერთგვარი აქცია “2+1” შევიმუშავეთ “ავერსის” ექსკლუზიურ ბრენდებზე. ყველამ კარგად იცის, რომ “ავერსის” ქსელში სახის, ტანის და თმის მოვლის პრემიუმ ბრენდებია წარმოდგენილი. სწორედ ამ ბრენდების ორო პროდუქტის შეძენის შემთხვევაში მესამეს საჩუქრად აირჩევს მომხმარებელი. აქცია 24 ივლისს აიღებს სტარტს და 28 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

– მარიამ, რას წარმოადგენს “ნორევას” ბრენდი?

– “ნორევა” – ფრანგული სამკურნალო კოსმეტიკის ბრენდია, რომელიც დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს ევროპაში, საქართველოში კი, ერთი წლის წინ შემოვიდა ექსკლუზიურად “ავერსის” ქსელში. ბრენდი, რომელიც სამკურნალო და თავის მოვლის საშუალებებს აერთიანებს ყველა ტიპის კანისთვის, დერმატოლოგების მოწონებით სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ სასურველი პროდუქტის შერჩევა მომხმარებელს ფერის მიხედვითაც შეუძლია. მაგალითად, პროდუქტი ვარდისფერი შეფუთვით – მგრძნობიარე კანისთვისაა განკუთვნილი, ლურჯი – კანის გაუწყლოებისას გამოიყენება, მწვანე კი – ცხიმიანი ან კომბინირებული, აკნესკენ მიდრეკილი კანის სამკურნალოდაა. “ნორევას” პროდუქციას შორისაა ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებები და არაალერგიული ქსეროდინის ხაზი, რომელიც არც პარფიუმს შეიცავს, ამიტომ ბავშვებსა და მოზარდებზეა მორგებული. ვფიქრობ, “ნორევას” პროდუქციის მოხმარებით ნებისმიერი ასაკის მომხმარებელი კმაყოფილი დარჩება, ვინც საკუთარ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნავს. გარკვეული სიახლეები გვაქვს ზაფხულის სეზონზე, მომხმარებელს მზისგან დამცავ სამ ახალ ხაზს – ბერგასოლს, იკლენ პლიუსს და სიკადინს ვთავაზობთ, რომლებიც ყველა ტიპის კანს ერგება. აღსანიშნავია, რომ ბერგასოლს სამმაგი ეფექტი აქვს, რადგან ერთდროულად ფარავს კანს, ატენიანებს და იცავს მზის სხივებისგან.

– ლალი, სასიამოვნოა, რომ “ნორევა” საზაფხულო აქციაში მოხვდა. საინტერესოა, კიდევ რომელ ბრენდებზე ვრცელდება თქვენი შეთავაზება?

– აქციის ფარგლებშია ბრიტანული ბრენდი “მალიბუ”, რომელიც ხანგრძლივად ინარჩუნებს რუჯს. აღსანიშნავია, რომ “მალიბუს” ხაზი მზისგან დამცავ, რუჯის მისაღებ და კანის შემდგომი მოვლისთვის საჭირო საშუალებებს აერთიანებს. თმის მოვლის საშუალებებს შორის აქციაში ესპანური “ილ სალონე” მოხვდა, რომლის დეტოქს-ხაზი საიმედოდ იცავს თმას მზის სხივებისგან, რადიაციისა და მავნე გამონაბოლქვისგან. სიახლე გვაქვს “აჰავას” მომხმარებლებისთვისაც. ის, ვინც კარგად იცნობს მის “წითელ ხაზს”, ეცოდინება, რომ ბრენდი ეფექტურად ებრძვის ნაოჭებს, ახლა კი, თმის მოვლის საშუალებებზე – შამპუნსა და კონდიციონერზე ვაკეთებთ აქცენტს. რებრენდინგი განიცადა “დოლივამაც”, რომელიც მეტად საინტერესო შეფუთვით და ახალი სახელით – “ოლივენოლით” გაახარებს მომხმარებელს.

– რას სიახლე გაქვთ ბავშვებისთვის?

– მშობლების მსგავსად ბავშვებსაც ექსკლუზიური ბრენდების ყველა პროდუქტს ვთავაზობთ. განსაკუთრებით მინდა გამოვყო “ჩიპოლინო”, რომელიც საბავშვო ეტლებით, ჭოჭინებით და სკუტერებითაა წარმოდგენილი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აქციის ფარგლებში სპეციალურად მოვამზადეთ სასაჩუქრე ყუთი, რომლითაც მომხმარებელს ახლობლებისთვის შეუძლია საჩუქრის გაკეთება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები