LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარჩენები საშიშ ნივთიერებებს შეიცავს-როგორ ავიცილოთ თავიდან საფრთხეები

5
60100689_2133601646755331_4177800098538848256_o

ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, საბურავები, ბატარეები, აკუმულატორები, ნარჩენები – ყოველწლიურად საქართველოში 900 ათასი ტონა მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნება , რაც 1000-მდე სახიფათო და არასახიფათო ნივთიერებას შეიცავს. ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებაზე , როგორია ევროპაში დანერგილი წარმატებული მოდელი და რა პრეზენტაცია გაიმართა ამ საკითხებთან დაკავშირებით, ამ თემებზე რადიო „ფორტუნა“ გადაცემა „ბიზნესნიუსში“ გარემოს დაცვითი პოლიტიკის ექსპერტს – ხათუნა გოგალაძეს ესაუბრა.

 

რა იყო თბილისში გამართული კონფერენციის მთავარი მიზანი და რას ნიშნავს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება – ეს არის ახალი პრინციპი, რომელიც ნარჩენების მართვის კოდექსმა ჯერ კიდევ 2015 წელს შემოიტანა. კოდექსის მიხედვით, ვალდებულება 2019 წლის 1 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს. ეს არის პრინციპი, რომელიც ჩვენთვის ახალია, მაგრამ ევროპაში რამდენიმე ათეული წელია დაინერგა, ის მიჩნეულია, როგორც ნარჩენების სწორად მართვის ერთ-ერთი წარმატებული მექანიზმი. თითოეული ჩვენგანი წარმოქნის ნარჩენებს, შესაბამისად, ჩვენ გარკვეული ვალდებულება უნდა ავიღოთ ამის მართვაში. როცა მწარმოებელზე ვსაუბრობთ, იმპორტიორები, ადგილობრივები ვალდებულნი ხდებიან, იზრუნონ ნაწარმოებ თუ შემოტანილ პროდუქციაზე, როცა ის ნარჩენად გარდაიქმნება. მაგ. ტელევიზორების, მანქანები იმპორტიორები ბაზარზე რომ განათავსებენ პროდუქტს, აქ არ სრულდება მათი ვალდებულება. კანონმდებლობით ნაკადების 6 მიმართლებაა: შესაფუთი მასალები, სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ხმარებიდან ამოიღეს, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, გამოყენებული ზეთები, აკუმულატორები და ბატარეები.

აქამდე იყო თუ არა ასე კონკრეტულად განსაზღვრული ეს ვალდებულება, თუ სახელმწიფოს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა

ეს იყო სახელმწიფოს ვალდებულება. ყველა ამ სახის ნარჩენი ჩეულებრივად ხვდებოდა მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე. მთელი მსოფლიოსთვის დღის წესრიგში დგას ნარჩენების შემცირების, მათი ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ამოცანა. მნიშვნელოვანია ასევე ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების რაოდენობა. ეს უნდა შემცირდეს. ეს მოდელი იძლება იმის საშუალებას, რომ მწარმოებლების ჩართულობით ნარჩენების განცალკევებულად შეგროვება მოხდეს, ასევე უსაფრთხო ტრანსპორტირება და დამუშავება, შემდეგ კი დარჩენილი მცირე ნაწილის უსაფრთხო განთავსება შესაბამის ნაგავსაყრელზე.

ამ დრომდე რა რეჟიმშიც ვცხოვრობთ, სანამ ეს ცვლილებები ამოქმედდება, ეს რა გავლენას ახდენს გარემოზე და რატომ არის აუცილებელი, რომ სწრაფად გადავიდეთ ევროპულ მოდელზე

თქვენც აღნიშნეთ, რომ ნარჩენები ბევრ სახიფათო ნივთიერებას შეიცავს. შესაძლებელია მათ გარემოში ადვილად მოხვედრა, ნიადაგში, ჰაერში, წყალში, აქედან კვების ჯაჭვში და საბოლოოდ ადამიანის ორგანიზმში შეიძლება, მოხვდეს. სწორედ ამ მოთხოვნებს ეხმაურებოდა პრეზენტაცია. საჭიროა, თითოეული ნაკადისთვის კანონქვემდებარე აქტების შემუშავება, ვინ რაზეა პასუხისმგებელი, როგორ ხდება ამ სისტემის აწყობა. ეს აქტები წარმოადგინეს კონფერენფციაზე. მოხდა ბიზნესწრეებისთავის, არასამთავრობოებისთვის წარდგენა.

ანუ ბიზნესთან კომუნიკაცია უკვე გქონდათ

ძალიან აქტიური კომუნიკაცია იყო, სხვადასხვა ფორმატის შეხვედრა გვქონდა, საინფორმაციო, დისკუსიის რეჟიმში. ბიზნესსექტორი ინფორმირებულია, თუმცა აუცილებელია სამომავლოდ მათთან თანამშრომლობა, ევროპის გამოცდილების გაზიარება და ა. შ.

რა ღონისძიებებია დაგეგმილი ამ პროექტის ფარგლებში

კი, ეს ერთჯერადი ნამდვილად არ არის. 5 მაისს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით საჯარო ფორუმი გვქონდა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით. ამავე დღეს რიყეზე შეხვედრა გაიმართა „მწვანე ზონა ევროპის დღეებთან დაკავშირებით, სადაც არაერთი შემეცნებით-გასართობი ხასიათის კამპანია ჩავატარეთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები