LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია დუმბაძე: „ტკბილი დაბადების დღე დავგეგმე“

9
dumbadze-masteri limoni

„ფორტუნას ეთერში დავდე პირობა, რომ პირველი კლიპის შემდეგ არ გავჩერდებოდი და მეორე სიმღერას მალე ჩავწერდი. ასეც მოხდა „ნეკი-ნეკისა“ ჩაწერილია. ათი დღის წინ მე და გიორგიმ სიმღერაზე მუშაობა დავასრულეთ. კლიპის გადაღება გუშინ დასრულდა. რამდენიმე დღეში, კერძოდ 21 ნოემბერს შედგება კლიპის პრემიერა. პირდაპირი მნიშვნელობით, ეს არის სიმღერა შერიგებაზე, რომლითაც გვინდა გადმოვცეთ ის ემოცია, გრძნობა, რაც ადამიანს შერიგების დროს ეუფლება. მთავარი მესიჯი ის არის, რომ ნაჩხუბარი ადამიანები შევარიგოთ.

კარგი სიმღერაა და მინდა, რომ როგორც პირველი სიმღერა შეიყვაროს ზუსტად ისე მიიღონ „ნეკი-ნეკისა“. უფრო მარტივად დასამახსოვრებელია ამ სიმღერის ტექსტი და მელოდიაც. როცა მე და მასტერი სცენაზე ვიდექით და სიმღერა შევასრულეთ, ჯერ მუსიკისა და ტექსტის ავტორი მასტერია და ის არის კლიპის რეჟისორიც. ოპერატორი გიორგი ჩეკურიშვილია, რომელმაც კლიპი გადაიღო“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ნათია დუმბაძემ მასტერთან ერთად ჩაწერილი კიდევ ერთი დუეტის შესახებ ისაუბრა. მომღერალმა აღნიშნა, რომ მან პირობა შეასრულა და მაყურებელი კლიპს 21 ნოემბერს იხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები