LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია დუმბაძე: „ვიდეოს სატელევიზიო პრემიერა ოთხ დღეში შედგება“

69
mastrdumbo-limoni

„ბოლო ნამუშევარი, ჩემი და მასტერის დუეტი, რომლის მუსიკის და ტექსტის ავტორი თავად მასტერია, გახლავთ „არ უყურო დროს“. ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, რომ სიმღერა დაწერა და დუეტის ჩაწერა შემომთავაზა. ძალიან გამიხარდა, რადგან ყოველთვის მინდოდა მასთან თანამშრომლობა. რთულად წარმომედგინა, მაგრამ ყველაფერი მარტივად მოხდა. ზუსტად ორ კვირაში ჩავწერეთ სიმღერა, გადავიღეთ კლიპი. სატელევიზიო პრემიერი გადაიდო, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო. მიუხედავად ამისა, სულ რაღაც ოთხ დღესი ვიდეოს სატელევიზიო პრემიერა შედგება. ამ სიმღერით, „ოქროს ტალღაზე“  „წლის დუეტის“ ნომინაციაში გამარჯვებას ველოდებით. სულ მალე მასტერთად ერთად კიდევ ერთი დუეტის ჩაწერას ვაპირებ. ვგეგმავ ნინი ცნობილაძესთან თანამშრომლობასაც და მორიგ ეტაპზე სოლო სიმღერაზე ვიმუშავებ. მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერას ჩავწერ და მოკლედ რომ გითხრათ, გაჩერებას არ ვგეგმავ“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ნათია დუმბაძემ ახალი კლიპისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. როგორც ახალგაზრდა მომღერალმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში სამი ახალი სიმღერის ჩაწერას გეგმავს. მასტერთან ერთად ჩაწერილი სიმღერით „არ უყურო დროს“ ნათია „ოქროს ტალღას“ და ნომინაციაში „წლის დუეტი“გამარჯვებას უმიზნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები