LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაყინი – განტვირთვის უნიკალური საშუალება – ,,ადრენალინი”

5
GettyImages-855447930-54-990x660

სიცხეში ნაყინითა და ხილით ჩატარებული განტვირთვის საათები, დამეთანხმებით ძნელად გადასატანი არ იქნება, პირიქით ეს სასიამოვნო პროცესიც არის, თუ რა თქმა უნდა დიაბეტი ან სხვა დაავადება არ გაწუხებთ. მცირეოდენი მრავალფეროვნებისთვის სტანდარტული ნაყინი შეგიძლიათ გაყინული იოგურტით ან ხილის რბილობით შეცვალოთ. თუ თავს, კატეგორიულად აუკრძალავთ ტკბილეულისა და გემრიელი სასუსნავის გასინჯვასაც კი, დიდი შანსი ჩნდება, რომ მასზე მოთხოვნილება დიდი ხნის მანძილზე აღარ გაგიჩნდეთ. ნაყინი კი არის პატარა ბედნიერება, სრულიად დასაშვები კომპრომისი, რადგან შესანიშნავად ხსნის სტრესს, განსაკუთრებით თუ ის მკაცრი და ხანგრძლივი დიეტებითაა გამოწვეული.

კლასიკური ნაყინი, რომელსაც ამზადებენ რძისგან ან იოგურტისგან, მდიდარია პროტეინით. სწორედ ცილოვანი საკვები აწვდის ტვინს დანაყრების სიგნალს და ეხმარება ორგანიზმს მცირე რაოდენობის საკვებით დაიკმაყოფილოს შიმშილის გრძნობა. გაყინული ხილი და წვენი არაჩვეულებრივი მასალაა ზაფხულის დიეტებისა და განტვირთვის დღეებისთვის. იგი შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ვიტამინებს და მინერალებს, ხსნის დაღლილობას და გაღიზიანებას, ორგანიზმს წმენდს შლაკებისგან, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, სისხლში შაქრის დონეს, ააქტიურებს ცხიმების დაშლას, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს გახდომას სტრესის გარეშე.

აუცილებლად უნდა დაიცვათ ორსაათიანი შუალედი, რადგან ეს თავიდან აგარიდებთ მოშიებას. ულუფის მიღების შემდეგ შეგიძლიათ ნახევარი ან ერთი ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი დალიოთ.

100 გრამ ნაღების ნაყინს შეგიძლიათ გრეიფრუტი, შავი პური და გარგარი მიაყოლოთ.

100 გრამ ხილის ნაყინს ბანანი, კივი და დიეტური კრეკერი.

და ბოლოს, ერთ ჭიქა იოგურტს შეგიძლიათ მიატანოთ ორცხობილა, ერთი ჩაის კოვზი ჯემი ან თაფლი, უშაქრო მწვანე ან პიტნის ჩაი და ვაშლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები